შვეიცარია Leopard 2-ის ტანკების მწარმოებლისთვის მიყიდვას დაეთახნმა
შვეიცარიის მთავრობამ 25 Leopard 2-ის ტანკის გერმანული Rheinmetall-ისთვის მიყიდვა დაამტკიცა. ამის შესახებ შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ (მთავრობა) 22 ნოემბერს განაცხადა.
ბერლინმა პირობა დადო, რომ ეს ტანკები გერმანიაში, ან ნატოს ქვეყნებში, ან ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებში დარჩება.
ბევრ ევროპულ ქვეყანას შეიარაღების რეზერვების შევსება სჭირდება, რადგან მათ საკუთარი რეზერვების ნაწილი უკრაინას გადასცეს, რომელიც თავს რუსული აგრესიისგან იცავს.
გერმანიის მთავრობამ თებერვალში ბერნში გაგზავნა მოთხოვნა შვეიცარიის შეიარაღებული ძალების Leopard 2-ის ტანკების Rheinmetall-ისთვის მიყიდვაზე.
გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა და გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადეს, რომ ეს ტანკები უკრაინაში არ გაიგზავნება.
სექტემბრის ბოლოს, შვეიცარიის ფედერალურმა ასამბლეამ (პარლამენტმა) მხარი დაუჭირა 25 Leopard 2-ის ტანკის ქვეყნის შეიარაღებული ძალების სამსახურიდან ამოღებას და გერმანელ მწარმოებელზე მიყიდვას.