სიიარტო: რუსების ოლიმპიადაზე დაშვება უკრაინაში მშვიდობას დააჩქარებს
2024 წლის ოლიმპიურ თამაშებში რუსების მონაწილეობამ შეიძლება ხელი შეუწყოს უკრაინაში მშვიდობის მიღწევას. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ 25 ივლისს, იაპონიაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტთან, სერ მიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, შეზღუდვები ძლიერ სპორტსმენებს განვითარების საშუალებას არ აძლევს და პოლიტიკურ ეფექტს არ ახდენს.
"სპორტსმენები, რომლებიც მთელი ცხოვრება მძიმედ ვარჯიშობენ და საერთო არაფერი აქვთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებთან, ბოიკოტით აგებენ. ოლიმპიადა არ უნდა იყოს პოლიტიზირებული, არამედ სპორტული და სპორტსმენებზე, ოლიმპიადას აქვს ნამდვილი სამშვიდობო მისია," - წერს ის.
სიიარტო იხსენებს, რომ 1984 წელს, ლოს-ანჯელესის ოლიმპიადაზე კომუნისტური ბოიკოტის გამო, უნგრეთის ნაკრებმა ვერ მიიღო მონაწილეობა.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ისევე როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, არაერთხელ აკეთებს რუსული პროპაგანდისთვის სასარგებლო. წარსულში ორბანმა თქვა, რომ უკრაინა "ვერასდროს მოიგებს ომს," რომ რუსეთი, როგორც ბირთვული ქვეყანა, "კუთხეში ვერ დადგება," რომ "ომი შეიძლება დასრულდეს მხოლოდ რუსეთსა და ამერიკას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებით" და ასე შემდეგ.