სირიაში ტერაქტს 24 ადამიანი ემსხვერპლა
ოთხშაბათს სირიაში ავტობუსის აფეთქებას 24 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
დამასკოში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ქასიუნის ბრიგადებმა აიღეს. აღნიშნული დაჯგუფება მსოფლიოში დიდი ცნობადობით არ სარგებლობს.
ტერაქტისას ასაფეთქებელი მოწყობილоბა ავტობუსის ძარაზე იყო დამაგრებული და როდესაც ის დაიძრა, ბომბი აფეთქდა.
ტერორისტებმა განაცხადეს, რომ თავდასხმა "თავისუფალ ჩრდილოეთ სირიაში ხალხის წინააღმდეგ ჩადენილ სისასტიკეებზე" შურისძიებააა და მსგავსი ტერაქტები კიდევ მოხდება.
სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი ქვეყნის უდიდეს ნაწილს რუსეთისა და ირანის დახმარებით აკონტროლებს.
ტერაქტის საპასუხოდ სირიის ხელისუფლებამ ტერორისტების კონტროლირებად ქალაქზე თავდასხმა მოაწყო, რასაც 10 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, 4 ბავშვი და მათი მასწავლებელი.