სირიის ისლამისტური დაჯგუფებები ასადის არმიის პოზიციებს უტევენ
სირიაში ისლამისტურმა დაჯგუფებებმა, მათ შორის ტერორისტულმა პრო-თურქულმა ჰაიათ ტაჰრირ ალ-შამმა, ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყეს სირიის არმიის პოზიციებზე, ქალაქი ალეპოს დასავლეთით.
შეტაკების დროს ჯიჰადისტებმა აიღეს რამდენიმე დასახლებული პუნქტი, ასევე სამთავრობო არმიის ერთ-ერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბაზა. თავდასხმების საპასუხოდ, რუსულმა ავიაციამ მოწინააღმდეგის პოზიციები დაბომბა.
ბოლო მონაცემებით, ისლამისტური ძალები ანადანს უახლოვდებიან. ეს ქალაქი ასადის ჯარების თავდაცვითი ხაზის მნიშვნელოვან კვანძად ითვლება. მისი აღების შემდეგ ჯიჰადისტები შეძლებენ ჰრაიტანისა და კაფრ ჰამახის დასახლებების აღებას. ეს მათ ალეპოს ჩრდილო-დასავლეთით წინსვლის საშუალებას მისცემს.
თელ რიფაათისა და მანბიჯის მიდამოებში საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი თურქული არტილერია. თურქეთის არმია, სავარაუდოდ, ემზადება სირიის დემოკრატიული ოპოზიციის, ქურთული ძალების პოზიციებზე თავდასხმისთვის.
ანალიტიკოსები თვლიან, რომ ეს მოვლენა შეიძლება იქცეს ბოლო წლების განმავლობაში სირიაში სამოქალაქო ომის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ესკალაციად.
აიათ ტაჰრირ ალ-შამი არის სუნიტური ჯიჰადისტური ჯგუფების კოალიცია, რომლებიც ასადის რეჟიმს ებრძვიან. დაჯგუფება 2017 წელს, ტერორისტული ორგანიზაცია ალ-ქაიდას ადგილობრივი შტოს ბაზაზე შეიქმნა.