სირიის მთავრობამ ისრაელის საზღვართან მოქმედი "ჰეზბოლას" წევრები დააკავა

სირიის გარდამავალი მთავრობის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დააკავეს "ჰეზბოლას დაჯგუფებასთან დაკავშირებული ტერორისტული ქსელი," რომელიც დამასკოს დასავლეთით მდებარე ქალაქებში მოქმედებდა.

ვითარების არსი: სასა და კანაკერი დამასკოს გარეუბნიდან დაახლოებით 16 კილომეტრში მდებარეობს. 

  • სირიული გამოცემა "ალ-იხბარიას" ცნობით, დამასკოს გარეუბნის გუბერნიის შიდა უსაფრთხოების ძალების მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა აჰმედ ალ-დალატიმ "განმარტა, რომ ტერორისტული უჯრედის წევრები სპეციალიზებულ ქვედანაყოფებთან და გენერალური დაზვერვის სამსახურთან თანამშრომლობით დააპატიმრეს, მჭიდრო მონიტორინგისა და ინტენსიური საველე სამუშაოების შემდეგ."
  • დალატი ცოტა ხნის წინ დაინიშნა დამასკოს გარეუბნის ამ ტერიტორიის მეთაურად, მანამდე ის დრუზებით დასახლებულ სუვეიდას პროვინციაში უსაფრთხოებას ხელმძღვანელობდა.
  • "ჰეზბოლას" წევრების დაპატიმრება დალატის დამასკოს ტერიტორიაზე გადაყვანის შემდეგ მისი ერთ-ერთი პირველი ქმედებაა.

ჩაშლილად: "ალ-დალატის თქმით, პირველადი გამოძიებით დადგინდა, რომ ქსელის წევრებმა წვრთნები ლიბანის ტერიტორიაზე მდებარე ბანაკებში გაიარეს და გეგმავდნენ ოპერაციების ჩატარებას სირიის ტერიტორიაზე, რაც საფრთხეს შეუქმნიდა მოქალაქეთა უსაფრთხოებასა და სტაბილურობას."- წერს სირიული გამოცემა.

  • ოპერაციის დროს სირიის ძალებმა რაკეტების გამშვების დანადგარები, Grad-ის ტიპის 19 რაკეტა, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, ინდივიდუალური იარაღი და დიდი რაოდენობით სხვადასხვა საბრძოლო მასალა ამოიღეს.
  • მეთაურმა "აღნიშნა, რომ საქმე შესაბამის უწყებებს გადაეცა შემდგომი სამართლებრივი მოქმედებებისთვის, შესაბამისი სამსახურები კი აგრძელებენ გამოძიებას, მათი კავშირებისა და მიზნების დადგენას."

კონტექსტი: ივლისში, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გოლანის მახლობლად ირანთან დაკავშირებული ძალების წინააღმდეგ ორი რეიდი განახორციელეს.

  • როდესაც სირიას ასადის რეჟიმი მართავდა, გოლანის მახლობლად "ჰეზბოლასთან" დაკავშირებული ბევრი მებრძოლი მოქმედებდა.
  • სირიის ახალმა მთავრობამ "ჰეზბოლას" ირანიდან შეიარაღების მიღების გზები გადაუკეტა.
  • თუმცა, ისრაელი სამხრეთ სირიის დემილიტარიზაციას ითხოვს. ეს სირიის ძალებს ბევრად ასუსტებს დარაას პროვინციასა და სუვეიდაში. დარაა გოლანის მახლობლად მდებარეობს.

მსგავსი სიახლეები