სირსკი კუპიანსკის მიმართულებაზე ჩავიდა და მეთაურებს შეხვდა
უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალი, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრ სირსკი საბრძოლო მოქმედების ზონაში, კუპიანსკის მიმართულებაზე ჩავიდა, სადაც მეთაურებთან ოპერატიული გადაწყვეტილებების მისაღებად იმუშავა.
"ვმუშაობთ მეთაურებთან საბრძოლო მოქმედებების ზონაში, კუპიანსკის მიმართულებით. ჩვენ ერთად ვიღებთ ყველა საჭირო ოპერატიულ გადაწყვეტილებას." - აღნიშნა სახმელეთო ჯარების სარდალმა.
მან ხაზი გაუსვა მეთაურების გამორჩეულ როლს ქვეყნის დაცვაში.
"მათ შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილებები, რომლებიც სრულად შეესაბამება ადგილზე არსებულ ვითარებას," - თქვა სირსკიმ.
მისი თქმით, მათ სტაბილურობასა და ქმედებებზეა დამოკიდებული არა მხოლოდ ოპერაციის წარმატება, არამედ მებრძოლების სიცოცხლის შენარჩუნება. მან ასევე მადლობა გადაუხადა მეთაურებს გამბედაობისა და გმირობისთვის საბრძოლო დავალების შესრულებისას.