"სკალპელი ნაჯახის ნაცვლად"- ტრამპის თქმით, მასკს მხოლოდ კონსულტირება შეუძლია

დონალდ ტრამპმა კაბინეტის დახურულ სხდომაზე განაცხადა, რომ საკადრო პოლიტიკაში გადამწყვეტი სიტყვა ფედერალური უწყებების ხელმძღვანელებს ეკუთვნით და არა ელონ მასკს. 

ამის შესახებ ერთდროულად წერენ Reuters, CNN და Politico. 

CNN-ის წყაროს ცნობით, კაბინეტის სხდომაზე 90 წუთი გრძელდებოდა და შეხვედრამ პრესის გარეშე ჩაიარა. 

წყაროების ცნობით, შეხვედრაზე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სრულად ენდობა ელონ მასკის მიზანს შეამციროს სახელმწიფო ბიუროკრატიაში დასაქმებულთა რიცხვი, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მასკს და მის მიერ მართულ მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტს (DoGE) მხოლოდ საკონსულტაციო როლი ფუნქცია აქვს. 

Politico-ს ცნობით, შეხვედრას ელონ მასკიც ესწრებოდა, რომელიც დაეთანხმა პრეზიდენტის პოზიციას და აღიარა, რომ მისმა დეპარტამენტი გარკვეული შეცდომებიც დაუშვა. 

ამერიკული მედიის ცნობით, ეს დონალდ ტრამპის ელონ მასკის მანამდე პრაქტიკულად შეუზღუდავი უფლებამოსილების შეკეცვის პირველი მცდელობაა. 

ტრამპი საკითხს საკუთარ სოციალურ ქსელ Thruth-ზეც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ემხრობა ფედერალურ უწყებებში დასაქმებულთა რიცხვის შემცირებას, თუმცა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სამსახური შეინარჩუნონ საუკეთესო და კომპეტენტურმა კადრებმა. 

წყაროების ცნობით, დონალდ ტრამპი მსგავს შეხვედრებს მომდევნო კვირებში გამართავს, სანამ ფედერალურ უწყებებში დასაქმებულთა რაოდენობა "საჭირო დონემდე" არ შემცირდება.

მსგავსი სიახლეები