სლოვაკეთის არჩევნებში ყოფილი პრემიერის, პრო-რუსული პარტია იმარჯვებს

სლოვაკეთში გამართულ გენერალურ არჩევნებზე წინასწარი მონაცემებით, ყოფილი პრემიერის, რობერტ ფიცოს პრო-რუსულის პარტია იმარჯვებს. 

ფიცოს პარტია ხმათა Smer 23.2% მიიღო, მეორე ადგილზე კი პარტია პროგრესული სლოვაკეთი ხმათა 17%-ით გავიდა. მესამე ადგილზე კი ასევე ყოფილი პრემიერის და რობერტ ფიცოს პროტეჟეს პეტერ პელეგრინის პარტია გავიდა - სწორედ პელეგრინი მიიჩნევა ფიცოს პოტენციურ კოაილიციურ პარტნიორად. 

კონტექსტი 

რიგგარეშე არჩევნები სლოვაკეთში ედუარდ ჰეგერის მმართველი კოალიციის დაშლის შემდეგ ჩაინიშნა - ჰეგერის მთავრობა უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერი იყო.

რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, სლოვაკეთი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც უკრაინას თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემები, ჯავშანტექნიკა და საბჭოთა წარმოების თვითმფრინავები გადასცა.

ჰეგერის მრავალპარტიული კოალიცია შიდა წინააღმდეგობებისა და უთანხმოებების გამო გასული წლის დეკემბერში დაიშალა - მთავრობა პარლმენტში უნდობლობის ვოტუმს ვერ გადაურჩა. 

საზოგადოებრივი კვლევები არჩევნებში გამარჯვებას სლოვაკური პოლიტიკის მძიმეწონოსანის, რობერ ფიკოს Smer-ს უწინასწარმეტყველებენ. კვლევების მიხედვით, Smer-ი ხმათა 20%-ით პირველ ადგილზე გადის. რობერტ ფიკომ სლოვაკეთის პრემიერის პოსტი პირველად 2006 წელს დაიკავა. 2010 წელს მარცხის შემდეგ ფიკო ხელისუფლებაში 2012 წელს დაბრუნდა და პრემიერის პოსტს 2018 წლამდე იკავებდა. 

წლებია ფიკო მწვავედ აკრიტიკებს ევროკავშირს, ხოლო უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ის პრაქტიკულად პირდაპირ იმეორებს რუსული პროპაგანდის გზავნილებს. ფიკოს თქმით, უკრაინაში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტი აშშ-სა და რუსეთს შორის მიმდინარე ე.წ. პროქსი ომის ნაწილია, ხოლო უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა კი აშშ-ს პროვოკაციებზე ვლადიმირ პუტინის რეაქციაა. 

ფიკო ამომრჩევლებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტასა და ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ჰპირდება. 

მსგავსი სიახლეები