სმითი: ძალიან პირდაპირები ვართ საქართველოში დემოკრატიულ პროცესებზე ჩვენს შეშფოთებაში

ვაშინგტონში მომუშავე კორესპონდენტის, ალექს რაუფოღლუს, რომლის ერთ-ერთი მთავარი სამუშაო თემა საქართველოა, თქმით, NATO-ში აშშ-ს ელჩი, ჯულიან სმითი მასთან საუბრისას საქართველოში დასავლეთის წინააღმდეგ მიმდინარე დეზინფორმაციულ კამპანიას გამოეხმაურა.

"ეს ჩვეული ქმედებაა რუსეთის მხრიდან. ისინი დეზინფორმაციას იყენებენ, რათა საზოგადოებები შიგნიდან დაყონ, რათა სცადონ, იმ ერთიანობის დაშლა, რომელიც მსოფლიოში მოკავშირეებისა და პარტნიორების შორის არსებობს, და ჩვენ მრავალი წელი ვმუშაობდით ქართველ ხალხთან ერთად, რათა გვენახა, შეგვეძლო თუ არა ამ დეზინფორმაციის გამოწვევასთან გამკლავებაში მათი დახმარება". - განაცხადა სმითმა საუბრის დროს, რომლის დეტალებსაც რაუფოღლუ X-ზე ავრცელებს.

რაუფოღლუს თქმით, საქართველოსთან დაკავშირებით სმითმა განაცხადა, რომ "აშშ, ისევე როგორც ევროპაში მრავალი ქვეყანა, ძალიან პირდაპირი იყო ქართველი მეგობრების მიმართ დემოკრატიულ პროცესებთან დაკავშირებით არსებული შეშფოთებების შესახებ და იმაზე, რომ ჩვენ გვსურს, უზრუნველვყოთ, დასავლურ ინსტიტუციებთან, როგორიცაა ევროკავშირი ან NATO, ქართული საზოგადოების ინტეგრაციის სურვილი, რომ ეს სურვილები ხმამაღლა და გასაგებად ისმის და რომ მათ შეინარჩუნონ დემოკრატიულ პრინციპებთან, ადამიანის უფლებებთან, დემოკრატიასთან და კანონის უზენაესობასთან მიმართებით ვალდებულება".

მსგავსი სიახლეები