სოხუმში არეულობაა - ბჟანია ოპონენტებთან საუბრისთვის მზადაა

 

21 დეკემბერს, სოხუმში, ოპოზიციის "არასანქცირებული" დემონსტრაცია ჩატარდა. ოპოზიციის მხარდამჭერები სეპარატისტული აფხაზეთის პოლიციას პარლამენტის შენობასთან დაუპირისპირდნენ და კორდონის გარღვევა სცადეს.

თვითგამოცხადებულმა პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ოპოზიციასთან მოლაპარაკებების დაწყების მზაობა გამოხატა. ამის შესახებ კულტურისა და მეცნიერების საკითხებში მისმა მრჩეველმა ნუგზარ ლოგუამ განაცხადა.

ლოგუამ ბჟანიას მხარდამჭერებს ე.წ. პრეზიდენტთან და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ მიმართა.

20 დეკემბერს, აქციამდე ერთი დღით ადრე, ასლან ბჟანიამ მოქალაქეებს მოუწოდა, არ მიეღოთ მონაწილეობა არასანქცირებულ დემონსტრაციაში, ოპოზიციას კი ნებისმიერ საკითხზე დიალოგისკენ მოუწოდა.

ოპოზიციური გაერთიანება სახალხო-პატრიოტული კავშირი დე ფაქტო მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას აპროტესტებს და კორუფციაში ადანაშაულებს.

 

 

 
 

მსგავსი სიახლეები