"სოლიდარობისა და მხარდაჭერის" ნიშნად ხუთშაბათს ბლინკენი ისრაელს ეწვევა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ხუთშაბათს ისრაელს ბაიდენის ადმინისტრაციის "სოლიდარობისა და მხარდაჭერის" ეწვევა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეტ მილერმა განაცხადა.
ბლინკენი ისრაელის მთავრობის მაღალჩინოსნებს შეხვდება.
"თანაგრძნობას ვუცხადებთ ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული თავდასხმების მსხვერპლთა ოჯახებს და უმკაცრესად ვგმობთ ამ თავდასხმებს; კიდევ ერთხელ დავადასტურებთ აშშ-ის სოლიდარობას ისრაელის მთავრობის და ხალხის მიმართ და განვიხილავთ ზომებს ისრაელის უსაფრთხოების გასაძლიერებლად და ხაზს გავუსვამთ შეერთებული შტატების ურყევ მხარდაჭერას ისრაელის თავდაცვის უფლების მიმართ." - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
ბლინკენი პარასკევს იორდანიას ეწვევა, შემდეგ აშშ-ში დაბრუნდება.