სომხეთი და აშშ ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებენ
სომხეთში სამხედრო წვრთნებში მონაწილეობას ამერიკელი სამხედროებიც მიიღებენ.
ამ ინფორმაციას სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
"საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისთვის მზადების ფარგლებში, 11 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით სომხურ-ამერიკული ერთობლივი სამხედრო წვრთნები Partner Eagle-2023 სომხეთში, თავდაცვის სამინისტროს სამშვიდობო ბრიგადა "ზარის" სასწავლო ცენტრის ბაზაზე ჩატარდება." - ვკითხულობთ განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, სწავლება ითვალისწინებს "სამშვიდობო მისიის დროს კონფლიქტის მხარეებს შორის სტაბილიზაციის ამოცანების განხორციელებას."
"სწავლების მიზანია სამშვიდობო ოპერაციების ფარგლებში საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე ქვედანაყოფის თავსებადობის დონის ამაღლება, სამეთაურო და ტაქტიკური კომუნიკაციების სფეროში საუკეთესო პრაქტიკის გაცვლა, ასევე სომხური ქვედანაყოფის მზადყოფნის ამაღლება "ოპერაციული შესაძლებლობების კონცეფციის" დაგეგმილი შეფასებისთვის." - აცხადებს სამინისტრო.