სომხეთის პარლამენტმა რომის სტატუტის რატიფიცირება მოახდინა

სომხეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა რომის სტატუტის რატიფიკაციას, რაც ფორმალურად ქვეყნის ტერიტორიაზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებების ცნობას გულისხმობს. 

პროექტს მხარი დაუჭირა პარლამენტის 60-მა დეპუტატმა, ხოლო 22 კი წინააღმდეგ წავიდა. მომდევნო 7 დღის განმავლობაში პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გაეგზავნება. 

კონტექსტი

სომხეთმა რომის სტატუტს ხელი ჯერ კიდევ 1998 წელს მოაწერა ხელი, თუმცა მისი რატიფიცირება არ მოუხდენია. მიმდინარე წლის მარტში საკონსტიტუციო სასამართლომ რომის სტატუტით გათვალისწინებული ვალდებულებები კონსტიტუციურად ცნო. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობდნენ, რომ სომხეთის მხრიდან რომის სტატუტის რატიფიკაცია მტრულ ნაბიჯად იქნებოდა აღქმული.

რომის სტატუტის ხელმომწერი ქვეყნები ვალდებულები არიან, დაემორჩილონ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოთხოვნას და დააკავონ სასამართლოს მიერ ბრალდებული პირები. 

მიმდინარე წლის მარტში ჰააგის სასამართლომ უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციისთვის ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სომხეთში ვიზიტის შემთხვევაში მთავრობა იძულებული იქნება დააპატიმროს რუსეთის პრეზიდენტი და გადასცეს სასამართლოს. 

 

 

მსგავსი სიახლეები