სომხეთის თავდაცვის სამინისტრო: საზღვრებზე ვითარება შედარებით სტაბილურია

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღში "ლოკალური ხასიათის ანტი-ტერორისტული ოპერაციის" დაწყებას გამოეხმაურა. 

"14 საათისთვის სომხეთის საზღვრებზე ვითარება შედარებით სტაბილურია",- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ამასთანავე უშუალოდ ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებზე უწყებაში კომენტარი არ გაუვრცელებიათ. 

კონტექსტი 

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით "ანტი-ტერორისტული ოპერაციის" დაწყებას წინ უძღოდა სომეხი სამხედროების მიერ გახსნილი ცეცხლის რომლის შედეგადაც დაიჭრნენ და დაიღუპნენ აზერბაიჯანელი სამხედროები. 

ომის პირობებში მეომარი მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაციის ვერიფიცირება რთულია. 

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ოპერაციის მიზანია რეგიონში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა. 

სოციალურ ქსელებში უკვე ვრცელდება საომარი მოქმედებების ამსახველი ვიდეო კადრები, ყარაბაღის დედაქალ სტეფანაკერტში კი საჰაერო განგაშია გამოცხადებული. 

მსგავსი სიახლეები