სომხეთი აზერბაიჯანს საზღვრის დარღვევაში ადანაშაულებს
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები სომხეთის ტერიტორიაზე შეჭრაში დაადანაშაულა.
ფაშინანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანული ძალები სამხრეთ სომხეთის ტერიტორიაზე 3 კილომეტრის სიღრმეზე შეიჭრნენ, რასაც სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა “შესაბამისი ტაქტიკური მანევრით” უპასუხეს.
“ეს არის სომხეთის სუვერენიტეტის ხელყოფა... ეს არის დივერსიული შეღწევა"-აღნიშნა ფაშინიანმა.
სომხეთის გენერალურმა პროკურორმა, აზერბაიჯანის მიერ ტერიტორიული მთლიანობის “დარღვევის” საქმეზე გამოძიება დაიწყო.
სომხეთის ლიდერმა აზერბაიჯანი სევლიჩის ტბის ალყაში მოქცევის მცდელობაში დაადანაშაულა.
პარალელურად, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გაეროს უშიშროების საბჭოს საკითხის გადაჭრისკენ მოუწოდა. მან აზერბაიჯანს ასევე მოსთხოვა, რომ გაიყვანოს მისი ძალები სომხეთის ტერიტორიიდან.
"აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები შეიჭრნენ სომხეთის ტერიტორიაზე. ისინი დაუყოვნებლივ უნდა გავიდნენ,” - თქვა მაკრონმა.
როგორ უპასუხა აზერბაიჯანმა?
აზერბაიჯანულმა მხარემ განაცხადა, რომ ფაშინიანის ქმედებები პროვოკაციულია და სომხეთის სასაზღვრო ჯარები “იკავებდნენ პოზიციებს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე”-ლაჩინისა და კალბაჯარის ოქლებში.
ეს ოლქები სომხეთმა აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში გადასცა.
აზერბაიჯანმა უარყო ბრალდებები, რომლის მიხედვითაც მათი სამხედროები არღვევდნენ სომხეთის საზღვარს. განცხადებაში ნათქვამია, რომ სომხეთის რეაქცია მოვლენების განვითარებაზე ”არაადეკვატური” და ”პროვოკაციული” იყო.
”აზერბაიჯანი მოწოდებულია რეგიონში დაძაბულობის განმუხტვისკენ”, - განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
წყარო:
dw.com