რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების შემდეგი შეხვედრა სტამბოლში გაიმართება
რუსეთის და თურქეთის პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ დელეგაციები ერთმანეთს სტამბოლში შეხვდებიან. ამის შესახებ რეჯეფ თაიპ ერდოღანის კანცელარიაში განაცხადეს.
შეთანხმება ვლადიმირ პუტინისა და რეჯეფ თაიპ ერდოღანის სატელეფონო საუბრისას მოხდა. "მოლაპარაკებების პროცესში მხარეებმა განიხილეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენები და მოლაპარაკებების პროცესი. პრეზიდენტი ერდოღანი და პრეზიდენტი პუტინი შეთანხმდნენ, რომ დელეგაციების შემდეგი შეხვედრა სტამბოლში გაიმართება".
მანამდე თურქეთში შეხვედრის გამართვის შესაძლებლობაზე საუბრობდნენ უკრაინული დელეგაციის მეთაურები, პრეზიდენტ ზელენსკის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი და უკრაინის რადის უმრავლესობის ფრაქციის ხელმძღვანელი დავიდ არახამია.
მასალა განახლებადია.