სტოლტენბერგი: უკრაინამ ალიანსთან დაახლოებაზე ყველაზე ძლიერი სიგნალი მიიღო
ვილნიუსში, ნატოს სამიტზე, უკრაინამ მიიღო ყველაზე ძლიერი სიგნალი, რომ ის ალიანსს უახლოვდება. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 12 ივლისს სამიტის დასკვნით პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ნატოს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ ალიანსის ქვეყნები შეთანხმდნენ უკრაინასთან დაახლოებაზე, რომელსაც ახლა ნატოში მიწვევისთვის წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP) არ სჭირდება.
მან გაიხსენა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც G7-ის ქვეყნებმა შეიმუშავეს და წარადგინეს.
გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ უკრაინამ ასევე მიიღო სპეციალური თავდაცვითი მხარდაჭერა სამიტზე გამოცხადებული გადასაცემი სამხედრო ტექნიკის სახით.
"მთავარი ის არის, რომ [უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი - რედ.] დასრულდეს და ეს შედეგი იყოს მდგრადი," – აღნიშნა სტოლტენბერგმა.
ამიტომ, ახლა, მისი თქმით, საჭიროა აქცენტი უკრაინის სამხედრო, ტექნიკურ და ლოგისტიკურ მხარდაჭერაზე. ნატოს გენერალურმა მდივანმა აღიარა, რომ ეს ყოველდღიური მუშაობა "არც ისე შესამჩნევია," მაგრამ სწორედ ეს სამუშაოა რუსეთის ფედერაციასთან ომში გამარჯვების გასაღები.
"ჩვენ შევთანხმდით კონკრეტულ ინსტრუმენტებზე [უკრაინისა და ნატოს დაახლოებისთვის - რედ.], პოლიტიკურსა და პრაქტიკულზე. კონკრეტული გადაწყვეტილებები ომის დასრულების შემდეგ მიიღება." - თქვა მან.