თალიბანის დელეგაცია მოსკოვში იმყოფებოდა
ავღანური ტერორისტული ორგანიზაცია “თალიბანის” დელეგაცია კატარის ოფისიდან მოსკოვს ეწვია. ამის შესახებ სააგენტო TASS-ს ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მოჰამედ სოჰაილ შაჰინმა განუცხადა.
მისი თქმით, დელეგაცია 4 ადამიანისგან შედგება, რომელსაც შაჰაბუდდინ დელავარი ხელმძღვანელობს.
ამერიკელი სამხედროები ავღანეთს 2021 წლის 11 სექტემბერს ტოვებენ. “თალიბანის” და ვაშინგტონის შეთანხმების თანახმად, მოკავშირეების ჯარების გასვლის შემდეგ, ავღანეთის ხელისუფლებამ და ტერორისტულმა ორგანიზაციამ ხელისუფლების გაყოფაზე უნდა დაიწყონ მოლაპარაკება.
თუმცა, მოლაპარაკებების ნაცვლად “თალიბები” მთელი ავღანეთის ტერიტორიაზე შეტევაზე გადავიდნენ და პროვინციებს მისი კონტროლის ქვეშ აცევენ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, ავღანეთში საფრთხეს მხოლოდ “თალიბები” არ ქმნიან. მისი თქმით, ამერიკელი სამხედროების გასვლის შემდეგ შექმნილი “ვაკუუმის” შევსებას “ისლამური სახელმწიფო” ეცდება.