თავდასხმა ფლორიდაში: დაიღუპა 2 და დაჭრილია 20-ზე მეტი ადამიანი
მინიმუმ 2 ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაიჭრა ფლორიდაში, საკონცერტო დარბაზში მომხდარი თავდასხმის შედეგად.
სროლა ადგილობრივი დროით 24:00 საათზე ჰიალეაში, მაიამის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქში დაიწყო.
ადგილობრივი პოლიციის უფროსის განცხადებით, 3 თავდამსხმელი გადმოვიდა თეთრი მანქანიდან და ადამიანების მიმართულებით ცეცხლი გახსნა.
ერთ-ერთი დაჭრილი კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია.
20-25 დაჭრილი კი მიმდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
ეჭვმიტანილები შემთხვევის ადგილიდან მალევე მიიმალნენ.