ტაივანი ლიეტუვაში 200 მლნ $-ის ინვესტიციებს ჩადებს
ტაივანი ლიეტუვაში ორასი მილიონი დოლარის ინვესტიციის ჩადებას აპირებს.
ლიეტუვაში ტაივანის მისიის ხელმძღვანელის, ერიკ ჰუანგის განცხადებით, საინვესტიციო ფონდი, ფინანსებს, ლიეტუვის ინდუსტრიული სექტორის განვითარებაში დააბანდებს.
„ჩვენი მთავარი პრიორიტეტები ნახევრადგამტარების, ლაზერებისა და ბიოტექნოლოგიის განვითარება იქნება“, - ამბობს ჰუანგი.
ტაივანმა ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში 18 ნოემბერს „წარმომადგენლობითი ოფისი“ გახსნა, რამაც ლიეტუვასა და ჩინეთს შორის ურთიერთობები გაამწვავა.
ჩინეთი კუნძულოვან ქვეყანას საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს.
ტაივანის ბალტიური დიპლომატიის საპასუხოდ პეკინმა ვილნიუსიდან ელჩი გამოიწვია და ლიეტუვას სავაჭრო სანქციები დაუწესა.
ვრცლად იხილეთ: