ტერორისტული თავდასხმა იერუსალიმში: 3 ადამიანი დაიღუპა და 6 - დაშავდა
ხუთშაბათს დილით, იერუსალიმის შესასვლელთან მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა და ექვსი კი - დაიჭრა. ამის შესახებ The Times of Israel წერს.
პოლიციის ცნობით, დილის 7:40 საათზე ორი პალესტინელი შეიარაღებული პირი გადმოვიდა მანქანიდან ვაიცმანის ქუჩაზე, დედაქალაქის მთავარ შესასვლელთან და ავტობუსის გაჩერებაზე მყოფ ხალხს ცეცხლი გაუხსნა.
პოლიციამ განაცხადა, რომ ორმა ჯარისკაცმა და შეიარაღებულმა მოქალაქემ საპასუხო ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც ორი ტერორისტი დაიღუპა.
თავდამსხმელები იყვნენ ძმები მურად ნამრი (38 წლის) და იბრაჰიმ ნამრი (30 წლის) აღმოსავლეთ იერუსალიმიდან.
უსაფრთხოების სააგენტო შინ ბეთის ცნობით, ისინი ჰამასის წევრები იყვნენ და ადრე ციხეში იყვნენ ტერორისტული საქმიანობისთვის.
მურადი 2010-დან 2020 წლამდე ღაზას სექტორში ტერორისტული ელემენტების ხელმძღვანელობით ტერორისტული თავდასხმების დაგეგმვისთვის დააპატიმრეს, ხოლო იბრაჰიმი 2014 წელს დააპატიმრეს გაურკვეველი ტერორისტული საქმიანობისთვის.
კადრებში ჩანს, რომ ტერორისტები შეიარაღებული იყვნენ M-16-ის ავტომატითა და იარაღით. პოლიციამ ავტომობილის ჩხრეკისას დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა აღმოაჩინა.
Magen David Adom-ის სასწრაფო დახმარების სამსახურმა განაცხადა, რომ 24 წლის ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაოცვალა და რვა ადამიანი კი იერუსალიმის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
ხანდაზმული მამაკაცი და ქალი, რომლებიც მძიმედ დაიჭრნენ, მოგვიანებით იერუსალიმის საავადმყოფოში გარდაიცვალენ.
კიდევ ორი დაზარალებული მძიმე მდგომარეობაშია, სამი - საშუალო და ერთი კი - კარგ მდგომარეობაში.