თეთრი სახლი: ბაიდენი და ზელენსკი ხუთშაბათს იტალიაში შეხვდებიან

უკრაინისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტების შეხვედრა იტალიაში, დიდი შვიდეულის (G7) სამიტის ფარგლებში, ხუთშაბათს შედგება.

ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა.

კირბიმ აღნიშნა, რომ G7-ის შეხვედრაზე ამ კვირის ბოლოს, შეერთებული შტატები გააგრძელებს მკაფიოდ დაფიქსირებას, რომ ის უკრაინის მხარეზეა.

"ჩვენ გადავდგამთ გაბედულ ნაბიჯებს, რათა ვაჩვენოთ  პუტინს, რომ დრო მის მხარეს არ არის," - განაცხადა კირბიმ.

ამ კონტექსტში მან აღნიშნა, რომ ხუთშაბათს ბაიდენი და ზელენსკი განიხილავენ "ჩვენს ძლიერ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ ახლა და მომავალში."

შეხვედრის შემდეგ ორივე ლიდერი პრესკონფერენციას გამართავს.

გარდა ამისა, კირბის თქმით, G7-ის სამიტზე ისინი გამოაცხადებენ ახალ ნაბიჯებს, რომლებიც მიზნად ისახავს რუსეთის სუვერენული აქტივების თანხების უკრაინისთვის გადაცემას.

პრეზიდენტები ერთმანეთს გასულ კვირას საფრანგეთში შეხვდნენ, სადაც ბაიდენმა უკრაინის დახმარების ახალი, 225 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტი გამოაცხადა.

მსგავსი სიახლეები