თეთრი სახლი: შემდეგი რამდენიმე თვე უკრაინისთვის კრიტიკული იქნება
თეთრი სახლი აცხადებს, რომ ბრძოლა უკრაინაში მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში გადამწყვეტი იქნება მისი თავდაცვისთვის, ამიტომ კონგრესმა სწრაფად უნდა იმოქმედოს უკრაინის მხარდასაჭერად.
ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა.
"მომდევნო რამდენიმე თვე უკრაინისთვის კრიტიკული იქნება." - აღნიშნა მან.
კირბის თქმით, რუსები აგრძელებენ უკრაინაზე თავდასხმას დრონებითა და რაკეტებით. ამიტომ, უკრაინის სარდლობას უკვე უწევს რთული გადაწყვეტილებების მიღება იმის შესახებ, თუ რომელი იარაღი და საბრძოლო მასალა გამოიყენოს იმ პირობებში, როდესაც მათი რეზერვები მცირდება.
ამავდროულად, რუსეთის ფედერაცია აგრძელებს დახმარების მიღებას ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან, მათ შორის ბალისტიკური რაკეტების. გარდა ამისა, რუსებმა შექმნეს დრონების და სხვა იარაღის საკუთარი წარმოება.
ამ კონტექსტში კირბიმ აღნიშნა, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია უკრაინის გამარჯვების ერთგულია. მან გაიხსენა, როგორ ნათლად განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა, რომ უკრაინა უნდა იყოს აყვავებული და სუვერენული ქვეყანა, აღდგენილი საზღვრებითა და სუვერენიტეტით.
"ჩვენ გვსურს, გავაგრძელოთ უკრაინას ისეთი მხარდაჭერა, რომელიც მას სჭირდება ამ შედეგების მისაღწევად." - თქვა მან.