The Economist-ის რჩეული წიგნები ზაფხულისთვის: მოკლე მიმოხილვა (I ნაწილი)
.jpg)
ბრიტანული გამოცემა The Economist-ის კორესპონდენტებმა, საკუთარი სფეროების მიხედვით, ზაფხულში წასაკითხად, სხვადასხვა ძველ და ახალ წიგნს გაუწიეს რეკომენდაცია.
გთავაზობთ, მათ მიერ შედგენილ ჩამონათვალს, სხვადასხვა თემატიკის მიხედვით.
ხელოვნური ინტელექტი
1) The Age of AI: ჰენრი კისინჯერი, ერიკ შმიდტი, დანიელ ჰატენლოქერი.
ამ წიგნის შინაარსი დიდ იდეას ეფუძნება - ხელოვნური ინტელექტი ახალ ეპოქას ნიშნავს. განმანათლებლობა, რამაც ადამიანები ყოველგვარი ცოდნის ცენტრში მოათავასა, დასრულდა. ამერიკელი გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწის, "გუგლის" ყოფილი უფროსისა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტის ხელოვნური ინტელექტის ექსპერტის თანაავტორობით დაწერილი წიგნი, წონიან სიტყვად მიიჩნევა 21-ე საუკუნის ყველაზე აქტუალურ დებატში.
2) AI Superpowers: China, Silicon Valley and the New World Order: კაი-ფუ ლი, ჰოტონ მიფინ ჰარკურტი.
ტაივანში დაბადებული ავტორი, ხელოვნურ ინტელექტს აშშ-ში სწავლობდა, სადაც "ეფლის", "გუგლისა" და "მაიკროსოფტის" აღმასრულებელი დირექტორი გახდა, ხოლო ახლა ვენჩურული კაპიტალის ფირმას მართავს ჩინეთში. მას ეს ვითარება შესაძლებლობას აძლევს, რომ კარგად შეაფასოს ორი მეტოქე ქვეყანა.
ახლა შესაძლოა აშშ დომინირებდეს ხელოვნურ ინტელექტში, თუმცა ჩინეთი გადაასწრებს, როგორც ამას ავტორი ამბობს, რადგანაც ისინი უფრო ბევრს მუშაობენ და მონაცემებიც მეტი აქვთ (ნაწილობრივ, კონფიდენციალურობის დაცვის დაბალი სტანდარტის გამო).
3) Possible Minds: Twventy five ways off looking to AI: რედაქტორი - ჯონ ბროკმანი.
ესეების ეს კრებული აერთიანებს სხვადასხვა სამეცნიერო სფეროს ექსპერტებს და მასში გადმოცემულია გონებამახვილური მოსაზრებები ტექნოლოგიების შესახებ.
4) Prediction Machines: აგრავალი, ჯოშუა განსი, ავი გოლდფარბი.
სამი ეკონომისტი აღნიშნავს, რომ ხელოვნური ინტელექტი ამცირებს პროგნოზის გაკეთების ღირებულებას, როგორც კომპიუტერებმა შეამცირეს მათემატიკური ოპერაციების ღირებულება.
ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს ადამიანებს - ავტომატიზაციიდან თვითმავალ მანქანებამდე. თუმცა, ყველაფერი დაკარგული არ არის: მაშინ, როდესაც პროგნოზების გაკეთების ფასი იკლებს, გაიზრდება ადამიანების განსჯის ღირებულება.
ფულის ისტორია
1) Globalizing Capital: ბარი ეიჰენგრინი.
ფასდაუდებელი სახელმძღვანელო მათთვის, ვისაც ფულის გაგება სურს. წიგნი იწყება ოქროს სტანდარტის ეპოქაში, როდესაც წამყვანმა ეკონომიკებმა საკუთარი ვალუტა ოქროზე მიაბეს, სანამ ეს წესრიგი პირველი და მეორე მსოფლიო ომის შუალედში არ დაინგრა. წიგნში აღწერილია ბრეტონ ვუდსის მცდელობა ახალი მონეტარული სისტემის შექმნის შესახებ და მისი დანგრევის მიზეზები.
შემდეგ, იგი იკვლევს გლობალიზაციის ერასა და თავისუფალი კაპიტალის ნაკადებს.
2) Money Changes Everything: უილიამ გოეთსმანი.
სანამ იელის უნივერსიტეტის პროფესორი გახდებოდა, ავტორი არქეოლოგი და მუზეუმის კურატორი იყო. ამ წიგნში ის საკუთარ ცოდნას აერთიანებს. ერაყის გათხრების ადგილებიდან დაწყებული, ომისშემდგომი ამერიკით დასრულებული - ის აჩვენებს, როგორ ეხმარებოდა ფინანსური ინოვაცია ცივილიზაციურ ცვლილებებს.
3) The Shell money of the Slave Trade: იან ჰოგენდორნი, მარიონ ჯონსონი.
კაურის ნიჟარა არის მსოფლიოს პირველი გლობალური ფული: მალდივის კუნძულებზე ნაწარმოები, ბენგალში გაყიდული, ევროპაში გაგზავნილი და დასავლეთ აფრიკაში მონების შესაძენად გამოყენებული.
კაურის ნიჟარის მნიშვნელობა ადამიანების ვაჭრობაში იმდენად დიდი იყო, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვალუტაა ისტორიაში.
4) The Social Meaning of the Money: ვივიანა ზელიზერი.
ავტორი, პრინსტონის უნივერსიტეტის სოციოლოგიის პროფესორია, რომელიც ამერიკაში ცხოვრობდა 1870 და 1930 წლების შუალედში, რათა გადმოეცა ფულის სოციალური მნიშვნელობა. ჟურნალის სტატიების, სასამართლოს საქმეებისა და სხვა ბევრი მასალის შესწავლით, ის გადმოცემს, თუ როგორ იძენს ფული სხვადასხვა მნიშვნელობას. ეს წიგნი, "ქვემოდან" მოთხრობილი ფულის ისტორიის იშვიათი მაგალითია.
----------
ეს ამ ჩამონათვლის პირველი ნაწილია, მეორე ნაწილს, რომელიც განსხვავებულ თემებზე იქნება, უახლოეს მოამვალში შემოგთავაზებთ.