ტრამპმა აშშ-ში ავტომობილების იმპორტზე 25%-იანი ტარიფი დააწესა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ დააწესა 25%-იანი ტარიფი უცხოური წარმოების მანქანების იმპორტზე.

ტრამპმა ოვალურ კაბინეტში განაცხადა, რომ 25%-იანი ტარიფი გავრცელდება "ყველა მანქანაზე, რომელიც არ არის წარმოებული აშშ-ში." მისი თქმით, ტარიფები ძალაში 2 აპრილს შევა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თუ ნაწილები ამერიკაში მზადდება, ეს ნაწილები არ დაიბეგრება ან ტარიფი არ შეეხება. ბევრი მანქანა აგებულია ნაწილებით, რომლებიც რამდენიმე სხვადასხვა ქვეყანაში იწარმოება მანქანის აწყობამდე.

"უმეტესწილად, ვფიქრობ, რომ ეს გამოიწვევს მანქანების დამზადებას ერთ ადგილას," - თქვა ტრამპმა.

ის მიიჩნევს, რომ ტარიფები წაახალისებს ავტომობილების უცხოელ მწარმოებლებს, გადაიტანონ წარმოება შეერთებულ შტატებში და გაზარდონ სამუშაო ადგილები გრძელვადიან პერსპექტივაში. მაგრამ ამავდროულად, ტარიფებმა შეიძლება გამოიწვიოს მანქანების უფრო მაღალი ფასები, რადგან ამან შეიძლება გაზარდოს მწარმოებლებისთვის გარკვეული ნაწილების შემოტანის ღირებულება.

"დღეს ჩვენ ხელს ვაწერთ აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც გამოიწვევს საავტომობილო ინდუსტრიის უზარმაზარ ზრდას," - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

ეს ნაბიჯი, სავარაუდოდ, განსაკუთრებით მძიმედ დააზარალებს იაპონიას, სამხრეთ კორეას და გერმანიას.

ტრამპმა ეს ნაბიჯი კვირის დასაწყისში იწინასწარმეტყველა, როდესაც თქვა, რომ ეს არ იქნება ტარიფების ბოლო რაუნდი უახლოეს დღეებში. ტრამპმა ასევე მიანიშნა, რომ გეგმავს სპეციფიკური ტარიფების დაწესებას ნახევარგამტარებსა და ხე-ტყის იმპორტზე.

პრეზიდენტმა ამ თვის დასაწყისში პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ მაღალ ტარიფებს აწესებდა კანადური და მექსიკური პროდუქციის იმპორტზე.

ორი დღის შემდეგ, მან თქვა, რომ მისი ამოქმედება ერთი თვით გადაიდება აშშ-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმებაში გაწერილი ავტო ნაწილებისთვის, მას შემდეგ რაც Ford-ის, Stellantis-ისა და General Motors-ის მენეჯერებმა შეშფოთება გამოთქვეს იმ პოლიტიკაზე, რომელიც გავლენას ახდენს წარმოებაზე.

ეს გამონაკლისი მომავალ კვირას სრულდება.

მსგავსი სიახლეები