ტრამპი: ბაიდენს ამერიკა მსოფლიო ომამდე მიჰყავს
უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის ქმედებებმა შესაძლოა ახალი მსოფლიო ომი გამოიწვიოს. ამის შესახებ 20 ივნისს ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკულ ტელეარხ Newsmax-თან ინტერვიუში განაცხადა.
"ჩვენს ქვეყანას დიდი პრობლემები აქვს. ჩვენი ქვეყანა ასეთ მდგომარეობაში არასდროს ყოფილა. ჩვენ სერიოზული საფრთხის წინაშე ვართ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო. ასეთი რეაქცია [ბაიდენის ადმინისტრაციის] შეიძლება მსოფლიო ომით დასრულდეს. რასაც ისინი აკეთებენ, სიგიჟეა", - განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა.
გარდა ამისა, ტრამპმა ბაიდენის ეკონომიკური პოლიტიკა გააკრიტიკა. მისი თქმით, შეერთებულ შტატებში ბენზინის გაძვირება და ინფლაცია ბაიდენის მწვანე ენერგეტიკის დღის წესრიგმა გამოიწვია.
"ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ყველაფერი ასე სწრაფად განვითარდებოდა," - თქვა მან.