ტრამპი: DoGE ეს არის მონსტრი, რომელიც შესაძლოა დაბრუნდეს და ელონი შეჭამოს

შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტმა (DoGE) შესაძლოა ელონ მასკის საქმიანობა შეისწავლოს და ბიზნესმენის შესაძლოა დეპორტაციაზე მიანიშნა. 

State Of Play: ამის შესახებ დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო ვერტმფრენში ჩაჯდომამდე ჟურნალისტებთან ურთიერთობისას განაცხადა - კომენტარს წინ უძღოდა მასკისა და პრეზიდენტის მორიგი დაპირისპირება სოციალურ ქსელებში. 

  • გასულ 24 საათში ელონ მასკმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ტრამპის მიერ ინიცირებული ახალი მსხვილი საკანონმდებლო აქტი, რომელიც ეროვნული ვალის ზედა ჭერის გაზრდას ითვალისწინებს. 

  • ბიზნესმენს მალევე პოსტით გამოეხმაურა ტრამპი და განაცხადა, რომ სამთავრობო სუბსიდიების გარეშე ელონს დიდი ხნის წინ მოუწევდა საკუთარი "დახლის ალაგება" და სამხრეთ აფრიკაში დაბრუნება. 

  • "შესაძლოა DoGE-იმ ელონ მასკის საქმიანობა უნდა შეისწავლოს. იცით რა არის DoGE - ეს არის მონტრი, რომელიც შესაძლოა დაბრუნდეს და ელონი შეჭამოს"- თქვა ტრამპმა. 

Big Picture: ბიზნესმენის შესაძლო დეპორტაციაზე დასმულ კითხვაზე ტრამპმა განაცხადა მზა პასუხი არ აქვს და ჯერ "საკითხში უნდა გაერკვეს." ელონ მასკი შეერთებული შტატების ნატურალიზებული მოქალაქეა. 

  • გასულ დღეებში იუსტიციის დეპარტამენტმა გასცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც იწყება იმ ნატურალიზებულ მოქალაქეებს, რომლებიც კრიმინალში არიან მხილებულნი გაუუქმდებათ ქვეყნის მოქალაქეობა. 

  • ტრამპს არ უთქვამს, რომ ელონ მასკმა რამე დანაშაული ჩაიდინა. 

Сontext: პრეზიდენტის ბოლო კომენტარს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა მასკი და განაცხადა, რომ "ესკალაციის დიდი ცდუნების მიუხედავად ამჯერად თავს შეიკავებდა." 

  • ტრამპსა და მასკს შორის ურთიერთობები მაისში, განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც მასკის 130-დღიანი ფედერალური დასაქმების კონტრაქტს ვადა გაუვიდა. 

მსგავსი სიახლეები