ტრამპი შეთანხმების ფარგლებში ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარებას განიხილავს - Semafor

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთთან შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარებას განიხილავს - გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში აშშ მსგავსი პოზიციის დაკავებისკენ მოუწოდებს გაეროსაც. 

ინფორმაციას ამის შესახებ ტრამპის გარემოცვაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა Semafor ავრცელებს

State Of Play: "ამ საკითხზე დონალდ ტრამპის ღიაობის შესახებ ცნობილი ხდება ვლადიმირ პუტინთან უკვე დაგეგმილი სატელეფონო საუბრის ფონზე, რომლის მთავარ თემა 30-დღიანი ზავის შეთავებაზე იქნება და რომელიც 18 მარტს გაიმართება"- ნათქვამია მასალაში. 

  • 16 მარტს საპრეზიდენტო ბორტზე მყოფმა ამერიკელმა პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "სხვადასხვა აქტივების გაყოფა" მოსკოვთან მიმდინარე დისკუსიების ნაწილია. 

  • ავტორების ცნობით, ტრამპის საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და ეს ამ დროისთვის ეს მხოლოდ უახლოესი გარემოცვის წრეში მიმდინარე დისკუსიაა. 

Big Picture: გასულ კვირებში ტრამპის ადმინისტრაციის არაერთმა მაღალჩინოსანმა მიანიშნა, რომ სამშვიდობო შეთანხმების სანაცვლოდ კიევს ტერიტორიულ დათმობებზე მოუწევს წასვლა. ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარების განხილვის მზაობის შესახებ დონალდ ტრამპი თავის პირველ საპრეზიდენტო ვადაშიც საუბრობდა. 

  • "უკრაინელებმა დიდი ტანჯვა გადაიტანეს და ასეთი ომის შემდეგ დათმობებზე საუბარიც კი რთულია, მაგრამ ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც ახალ ტანჯვას აგვარიდებს თავიდან"- განუცხადა ჟურნალისტებს გასულ კვირას სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ. 

Go Deeper: უიტკოფი: ტრამპი და პუტინი მიმდინარე კვირაში ისაუბრნენ, მთავარი თემა ზავი იქნება

მსგავსი სიახლეები