ტრამპი: ტყვია ყურში მომხვდა, ამ დროისთვის თავდასხმელზე არაფერია ცნობილი
დონალდ ტრამპი პირველად გამოეხმაურა მასზე მომხდარ თავდასხმას.
"მინდა მადლობა გადავუხადო საიდუმლო სამსახურს და ყველა სამართალდამცავ უწყებას პენსილვანიაში მომხდარ სროლაზე ოპერატიული პასუხისთვის.
რაც მთავარია, მინდა მივუსამძიმრო მიტინგზე დაღუპული ადამიანის ოჯახს, ასევე იმ ადამიანის ოჯახს, რომელიც დაიჭრა. წარმოუდგენელია, რომ ჩვენს ქვეყანაში შესაძლოა ასეთი რამ ხდებოდეს.
ამ მომენტისთვის თავდამსხმელზე არაფერია ცნობილი, ის უკვე მკვდარია. მე მომხვდა ტყვია, რომელმაც გამიხვრიტა მარჯვენა ყურის ზედა ნაწილი. მალევე მივხვდი, რომ რაღაც ხდებოდა, გავიგე სტვენისმაგვარი ხმა და გასროლის ხმა და იმწამსვე ვიგრძენი როგორ ჭრიდა კანს ტყვია. მალევე დამეწყო ძლიერი სისხლდენა, ამიტომაც მივხვდი რა ხდებოდა. ღმერთო დაიფარე ამერიკა"
კონტექსტი
პენსილვანიაში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს დონალდ ტრამპს სავარაუდოდ ესროლეს, დაცვის თანამშრომლებმა პოლიტიკოსი სწრაფად გაიყვანეს სცენიდან.
ტრანსლაციის კადრებში ჩანს, რომ დონალდ ტრამპი ხელს ყურთან იკიდებს. კადრებში ჩანს, რომ დონალდ ტრამპს სისხლი მოდის სახის არეში, თუმცა პოლიტიკოსი დამოუკიდებლად გადაადგილდება.
მალევე გავრცელდა პოლიტიკოსის წინასაარჩევნო შტაბის განცხადება, რომლის მიხედვითავ პოლიტიკოსის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
"პრეზიდენტი ტრამპი მადლობას უხდიეს სამართალდამცველებს და სხვა პირებს, რომლებიც პირველები იყვნენ შემთხვევის ადგილზე, ამ შემზარავი აქტის დროს. დონალდ ტრამპი თავს კარგად გრძნობს, ის ადგილობრივ საავადმყოფოში გადის შემოწმებას" - ნათქვამია განცხადებაში.
ABC News-ის ცნობით, ტრამპზე თავდამსხმელი ლიკვიდირებულია, ასევე მოკლულია როგორც მინიმუმ ერთი თვითმხილველი, ვრცელდება ცნობები კიდევ ერთი დაჭრილის შესახებ.
მომხდარს საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა ჯო ბაიდენი - აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, მომდევნო საათებში აპირებს დონალდ ტრამთან საუბარს.