ტრამპი: ზელენსკი ანგელოზი არ არის, მას ეს ომი არ უნდა დაეშვა
დონალდ ტრამპმა მიმდინარე ომზე ნაწილობრივი პასუხისმგებლობა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის დააკისრა და განაცხადა, რომ მას ეს არ უნდა დაეშვა.
ამის შესახებ აშშ-ს 47-ე პრეზიდენტმა, Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
"ეს უნდა ვთქვა, ზელენსკის ომის დასრულება უნდა, უკვე საკმარისია... მას არ უნდა დაეშვა ეს... ის არ არის ანგელოზი, მას ეს არ უნდა დაეშვა... პირველ რიგში: ის ბევრად უფრო დიდ ერთეულს ებრძვის, ბევრად უფრო დიდს... 2 რამ მოხდა, უკრაინელები მამაცად იბრძვიან, მაგრამ ჩვენ მივეცით მათ 200 მილიარდი დოლარით მეტი, ვიდრე ევროპამ, იმიტომ რომ ბაიდენს არასდროს მოუწედებია ევროპისთვის მეტი დაეხარჯათ.... ზელენსკი ბევრად უფრო დიდ ერთეულს ებრძვის, ბევრად, ბევრად უფრო ძლევამოსილს, მას ეს არ უნდა დაეშვა... ჩვენ შეგვეძლო გვქონოდა შეთანხმება, ამისთვის ბევრი არაფერი იქნებოდა საჭირო, ამ შეთანხმებას მარტივად მივაღწევდი. ზელენსკიმ გადაწყვიტა, რომ უნდა ებრძოლა... რუსეთს 30 ათასი ტანკი ჰყავს, ზელენსკის პრაქტიკულად არაფერი ქონდა. ამის შემდეგ ჩვენ დავიწყეთ შეიარაღების მიწოდება და უკრაინელებს აღმოაჩნდათ მამაცობა ეს შეიარაღება გამოეყენებინათ, მაგრამ საბოლოოდ ეს ომი უნდა დასრულდეს"- განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ჟურნალისტის კითხვაზე თუ რას იზამს იმ შემთხვევაში თუ რუსეთი უარს იტყვის უკრაინასთან მოლაპარაკებებზე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთს მასშტაბურ სავაჭრო ტარიფებსა და სანქციებს დაუწესებს.
"თუ ისინი ძალიან სწრაფად არ დაასრულებენ ომს ეს გარდაუვალია"- თქვა ტრამპმა.