ტრამპი: ზელენსკის მწირმიწების შეთანხმებიდან გასვლა სურს, მას პრობლემები ექნება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკის არ სურს მწირმიწების (იშვიათი მინერალების) შესახებ შეთანმების გაფორმება, ამ შემთხვევაში კი უკრაინელ პრეზიდენტს "დიდი პრობლემები" შეექმნება. 

State Of Play: ამის შესახებ დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო თვითმფრინავში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ამერიკელი პრეზიდენტის ციტატას საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს. 

  • "ის (რედ. ზელენსკი) ცდილობს გასვლას მწირმიწების შეთანხმებიდან და თუ ამას იზამს მას პრობლემები შეექმნება, დიდი, დიდი პრობლემები"- განაცხადა ტრამპმა. 

  • მისი თქმით, ზელენსკის სურს უკრაინის ნატოში გაწევრიანება, მაგრამ ხვდება, რომ ეს "არასდროს, არასდროს მოხდება და შეეგუა ამ აზრს." 

Big Picture: გასულ კვირას ავტორიტეტული დასავლური და უკრაინული გამოცემები საკუთარ წყაროებზე იუწყებოდნენ, რომ აშშ-ს მიერ უკრაინისთვის შეთავაზებული განახლებული შეთანხმებაში თავდაპირველი ვერსიის პუნქტები აღმოჩნდა, რომელიც კიევისთვის იმთავითვე მიუღებელი იყო. 

  • კერძოდ წყაროების ცნობით, შეთანხმების დაბრუნდა პუნქტი უკრაინის მიერ აშშ-სგან უკვე მიღებული სამხედრო და ეკონომიკური დახმარების ანაზღაურების ვალდებულების შესახებ. გარდა ამისა გაიზარდა შეთანხმების მიერ მოცული წიაღისეულის ჩამონათვალი. 

  • ამავე წყაროების ცნობით, ვაშინგტონი იღებს ე.წ. პირველი წინადადების უფლებას უკრაინაში განსახორციელებულ ყველა ინფრასტრუქტურულ და მოპოვებით პროექტებზე, მათ შორის მაგისტრალებისა და პორტების შესახებ. 

  • გასულ კვირას ჟურნალისტებთან საუბარში ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონი მუდმივად ცვლის შეთანხების პუნქტებს და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ამერიკისგან უკვე მიღებულ დახმარების ვალად აღიარებას არ დათანხმდება. 

Context: მწირმიწების შეთანხმება, რომლის ჩარჩო ხელშეკრულებაზე მუშაობა უკრაინის მიერ შეტანილი ცვლილებების შემდეგ მხარეებმა თებერვლის მიწურულს დაასრულოს მხარეებს 28 თებერვალს თეთრ სახლში გამართული შეხვედრის დროს უნდა მოეწერათ ხელი. სკანდალური პრესკონფერენციის შემდეგ, ხელმოწერის ცერემონია გაუქმდა, ხოლო ვიზიტი შეწყდა. 

  • 28 მარტს Bloomberg საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ უკრაინელ ჩინოვნიკებთან კომუნიკაციაში ამერიკულმა მხარემ გამოხატა მზაობა განიხილონ უკრაინისთვის პრობლემური პუნქტების საკითხი. 

  • უკრაინული მხარისთვის ძირითადად პრობლემად უსაფრთხოების გარანტიების საკითხი რჩება, რომლის შეთანხმებაში გაწერას ტრამპის ადინისტრაცია ამ დრომდე ეწინააღმდეგება. 

მსგავსი სიახლეები