ტრამპი: არ ვიცი მოხდა თუ არა, მაგრამ პუტინმა მითხრა, რომ მის რეზიდენციას შეუტიეს
ამერიკელი პრეზიდენტი საჯარო ფორმატში პირველად გამოეხმაურა რუსეთის უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ გავრცელებულ ცნობებს - გასული ღამით თითქოსდა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ვალდაის საპრეზიდენტო რეზიდენციაზე განხორციელებული შეტევის შესახებ.
ვითარების არსი: თავდაპირველად დონალდ ტრამპის ტრამპმა განაცხადა, რომ მისთვის პუტინიზე რეზიდენციაზე განხორციელებული შეტევის შესახებ არაფერია ცნობილი - ამის შესახებ ამერიკელმა პრეზიდენტმა მარ-ა-ლაგოს რეზიდენცია ბიბი ნეთანიაჰუს დახვედრის დროს, ჟურნალისტებთან ურთიერთობისას განაცხადა.
- ჟურნალისტის კითხვაზე თუ რა ინფორმაცია აქვს ამ საკითხზე ტრამპი პასუხობს - "ამის შესახებ არაფერი ვიცი, ამის შესახებ პირველად მესმის, არაფერი ვიცი, ეს ძალიან ცუდი იქნებოდა."
- მოგვიანებით, ტრამპს კიდევ ერთხელ ჰკითხეს ამ საკითხზე - "მე ეს არ მომწონს ეს არ არი კარგი, ამის შესახებ დღეს დილით გავიგე და იცით ვინ მითხრა? პრეზიდენტმა პუტინმა... დღეს დილით მან მითხრა, რომ მას შეუტიეს. არ დაგვავიწყდეს, მე ტომაჰავკების გადაცემა შევაჩერე, მე ეს არ მინდოდა, იცით, ეს დელიკატური მომენტია, ეს არ არის კარგი დრო.. ერთია გადახვიდე შეტევაზე, მაგრამ მეორეა შეუტიო მის სახლს, ეს არ არის სწორი დრო მსგავსი რამეებისთვის... ამის შესახებ პრეზიდენტ პუტინისგან გავიგე და ძალიან გავბრაზდი."
- ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე თუ რა ინფორმაციას ფლობს შემთხვევის შესახებ აშშ-ს სადაზვერვო უწყებები ტრამპმა უპასუხა - "ვნახავთ, თქვენ მეუბნებით, რომ შეტევა შეიძლება საერთოდაც არ ყოფილა. ეს შესაძლოა, დიახ, მაგრამ პრეზიდენტმა პუტინმა დილით მითხრა, რომ ეს მოხდა.
დაეწიე ამბავს: თითქოსდა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ პუტინის ერთ-ერთი ოფიციალური რეზიდენციის მიმართ განხორციელებული შეტევის შესახებ ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბრის დაწყებამდე საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
- ლავროვის თქმით, საუბარია ვალდაის რეზიდენციაზე, რომელსაც 91 დრონით შეუტიეს, თუმცა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ყველა უპილიტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.
- ლავროვის თქმით, რუსეთი არ გადის მოლაპარაკებების პროცესიდან, თუმცა გადახედავს თავის პოზიციას, ხოლო კიევზე საპასუხო დარტყმების ლოკაციები და დრო უკვე შერჩეულია.
- საყურადღებოა, რომ რუსეთის ოფიციალურ უწყებებს ამ დრომდე არ წარმოუდგენიათ შეტევის მცდელობის დამადასტურებელი კონკრეტული ცნობები, ვიდეო თუ ფოტო მასალა.
წინარეისტორია: პრეზიდენტებს შორი სატელეფონო საუბრის დასრულების შემდეგ იური უშაკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი დონალდ ტრამპს მის რეზიდენციაზე განხორციელებული შეტევის შესახებ ესაუბრა.
- უშაკოვის თქმით, ტრამპი შოკირებული და "ბუკვალურად აღშფოთებული" იყო და განაცხადა, რომ "კიდევ კარგი უკრაინას ტომაჰავკის ტიპის რაკეტები არ გადასცა.
მეორე მხარე: ლავროვის განცხადებას მალევე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტმა, რომელმაც ცნობებს სრული სისულელე უწოდა და განაცხადა, რომ რუსეთი ეძებს საბაბს კიევის სამთავრობო კვარტალზე დარტყმების განსახორციელებლად.
- "ის, რომ ჩვენ გასული ღამით ამერიკელებთან კარგი შეხვედრა და პროგრესი გვაქვს ეს მათთვის ჩავარდნაა, მათ არ სურთ ომის დასრულება"- განაცხადა ზელენსკიმ.