ტრამპის თქმით, პუტინის მოთხოვნებმა გააცოფა და მზადაა ნავთობის გაყიდვა შეზღუდოს

დონალდ ტრამპის თქმით, გაცოფებული იყო, როდესაც ვლადიმირ პუტინმა მასთან უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობის ცვლილაბაზე დაიწყო საუბარი და გამოთქვა მზაობა კიდევ უფრო შეზღუდოს რუსული ნავთობის გაყიდვა. 

State Of Play: ამის შესახებ ამერიკელმა პრეზიდენტმა NBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ამავე ინტერვიუში ტრამპი ამბობს, რომ უახლოეს მომავალში რუსეთის პრეზიდენტთან კიდევ ერთ სატელეფონო საუბარს გეგმავს. 

  • "თუ კი რუსეთთან ვერ მივაღწევთ შეთანხმებას უკრაინაში სისხლისღვრის შეწყვეტის შესახებ და თუ მივიჩნიე, რომ ეს რუსეთის მიზეზით მოხდა - ეს შესაძლოა ასე არ იყოს - თუ ჩავთვლი, რომ ეს რუსეთის ბრალია მე დავაწესებ მეორად ტარიფებს რუსული ნავთობის გაყიდვაზე. რუსეთიდან მომავალ მთელ ნავთობზე"- ამბობს ტრამპი. 

  • ამერიკელი პრეზიდენტის თქმით, ეს იქნება 25%-იანი ტარიფი და ის კომპანიები, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ ვეღარ გააგრძელებენ საქმიანობას ამერიკაში. 


  • ტრამპის თქმით, ის "გაცოფდა", როდესაც ვლადიმირ პუტინმა დაიწყო საუბარი უკრაინაში ხელისუფლების  ცვლილებაზე და ამჟამინდელი ხელმძღვანელების უნდობლობაზე.

Big Picture: სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველივე დღიდან პუტინი უკრაინის ხელისუფლების ცვლილების აუცილებლობაზე საუბრობს, გასული წლის მაისის შემდეგ კი პუტინი ირწმუნება, რომ ზელენსკი არალეგიტიმური პრეზიდენტია. 

  • 28 მარტს ატომური წყალქვეშა ფლოტის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ უკრაინაში საჭიროა საგარეო მმართველობის დაწესება, რადგანაც ქვეყანაში "აღარ დარჩა ლეგიტიმური ხელისუფლება."

  • "გაუგებარია ვისთან უნდა მოვაწეროთ ხელი სამშვიდობო შეთანხმებას, მოვაწერთ ხელს, ხოლო შემდეგ უკრაინის ხელისუფლებაში სხვები მოვლენ და ყველაფერს გააუქმებენ"- ამბობს პუტინი.

  • პუტინის თქმით, საგარეო მმართველობა უკრაინაში გაერთიანებული ერების მანდატით უნდა დაწესდეს - "გაეროს სამშვიდობო საქმიანობის ისტორიაში მსგავსი გამოცდილება არსებობს, საუბარია საგარეო მმართველობაზე, დროებით ადმინისტრაციაზე."

Context: პუტინის განცხადებები უკრაინის ხელისუფლების არალეგიტიმურობის შესახებ პირდაპირ ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციას, რომელიც კრძალავს ახალი არჩევნების ჩატარებას საომარი მდგომარეობის პირობებში. პუტინის განცხადებებს მალევე გამოეხმაურა თეთრი სახლი. 

  • პუტინის განცხადებას იმავე დღეს გამოეხმაურა თეთრი სახლი

  • "უკრაინის მმართველობის სისტემა განისაზღვრება ქვეყნის კონსტიტუციით და ხალხის მიერ"- განაცხადა Reuters-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აშშ-ს უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა. 

 

მსგავსი სიახლეები