ტრამპმა რესპუბლიკელებს ვაქცინაციისკენ მოუწოდა

აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ მოუწოდა.

 

სატელევიზიო ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ვაქცინა “მუშაობს” და “უსაფრთხოა.”

 

ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი მოსახლეობის მოზრდილ ნაწილს ტრამპის კონსერვატორი მხარდამჭერები შეადგენენ.

 

ვაქცინაციის პროგრამის დაწყების შემდეგ, აშშ-ს ყველა ყოფილმა პრეზიდენტმა ამერიკელებს აცრისკენ მოუწოდა. თუმცა, თავად ტრამპი ამ საკითხზე კომენტარს დიდი ხნის განმავლობაში არ აკეთებდა. მან და მისმა მეუღლემ ვაქცინა იანვარში, მედიის გაშუქების გარეშე გაიკეთეს. 

 

CBS News-ის ბოლო საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერების მესამედი ვაქცინის მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი, ხოლო დემოკრატებში ეს რიცხვი 10%-მდე მერყეობს.

 

დონალდ ტრამპმა აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ვაქცინის უსაფრთხოებასა და ეფექტურობაზე ექს-პრეზიდენტს საჯარო განცხადების გაეკეთებისკენ მოუწოდა.

 

წყარო:

bbc.com

 

 

მსგავსი სიახლეები