ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული რიგი სანქციები 1 წლით გაახანგრძლივა

დონალდ ტრამპმა 1 წლით გაახანგრძლივა რუსეთისთვის დაწესებული რიგი სანქციების მოქმედება - საუბარია 2014 წელს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის პირველი შემთხვევის დაწესებულ საგანგებო მდგომარეობას.
სწორედ აღნიშნული საგანგებო მდგომარეობა ითვალისწინებს კონკრეტულ სასანქციო პოლიტიკას - დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაციის მოქმედებები წარმოადგენს სერიოზულ საფრთხელ ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოებისთვის, დოკუმენტით განსაზღვრული სანქციების მოქმედებას წინა ადმინისტრაციებიც ახანგრძლივებდნენ, მათ შორის 2018 წელს ტრამპის პირველი ვადის დროს.
ამგვარად, სანქციების მოქმედების ვადა 2026 წლის 3 მარტამდე გაგრძელდება.