ტრამპს მეოთხე სისხლის სამართლის ბრალი წაუყენეს
აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ჯორჯიის შტატში არჩევნების შედეგის შეცვლის მცდელობისთვის მეოთხე სისხლის სამართლის ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.
ამის შესახებ CNN წერს.
ორშაბათს ატლანტაში, ნაფიცმა მსაჯულებმა ჯორჯიაში არჩევნების შედეგები შეცვლის ბრალდებების ახალი, 98-გვერდიანი პაკეტი გამოაცხადა. ეს მეოთხე სისხლის სამართლის ბრალია ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ.
ბრალდებები ფულტონის ოლქის პროკურორის, ფანი უილისის გამოძიების შედეგია.
ბრალი სულ 19 ადამიანს წაუყენეს. ეს არის დონალდ ტრამპი, მისი ადვოკატი რუდი ჯულიანი, მაშინდელი თეთრი სახლის აპარატის უფროსი მარკ მიდოუსი, ტრამპის ადვოკატი ჯონ ისტმანი.
საბრალდებო დასკვნის შესავალში, პროკურორებმა განაცხადეს, რომ ტრამპმა და მისმა თანამოაზრეებმა "განზრახ დაიწყეს შეთქმულება არჩევნების შედეგების ტრამპის სასარგებლოდ შესაცვლელად" და მათი გეგმა ითვალისწინებდა ფულტონის ოლქში არჩევნებში ჩარევის ორ აქტს.
ტრამპსა და მის ადვოკატს, ჯონ ისტმანს ბრალი ედებათ ყალბი დოკუმენტების საფუძველზე სარჩელის შეტანაში, სადაც ისინი აცხადებდნენ, რომ ათასობით ამომრჩეველმა უკანონოდ მისცა ხმა, მაშინ როცა ეს სიმართლეს არ შეესაბამებოდა.
ამასთანავე, ტრამპს და მის თანამოაზრეებს ბრალი ედებათ ისეთ უკანონო ქმედებებში, როგორიცაა ცრუ განცხადებების გაკეთება, ოფიციალური პირის პირადობის მოპოვება, დოკუმენტების გაყალბება და წარდგენა, მოწმეებზე ზემოქმედება, ციფრული მონაცემების მოპარვა და კონფიდენციალურობის დარღვევა, შეთქმულება სახელმწიფოს შეცდომაში შეყვანისთვის.
საბრალდებო დასკვნაში ასევე ნახსენებია 30 თანამზრახველი, რომლებსაც ბრალი არ წარედგინათ.
აგვისტოს დასაწყისში ტრამპს 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე შტურმის წახალისებისთვის ბრალი წაუყენეს.
თავად ტრამპი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალით მას 561 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.