წარმომადგენელთა პალატის სპიკერი: უკრაინის ახალი დახმარებისთვის მადა არ არსებობს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა უკრაინის ფინანსური დახმარების ახალი კანონპროექტის მიღება გამორიცხა.

მის განცხადებას Reuters ციტირებს.

უკრაინის დასაფინანსებლად კანონპროექტის მიღებაზე ჯონსონმა თქვა: "ჩვენ ამის მადა არ გვაქვს."

"ჩვენ უნდა მივიყვანოთ (ომი) დასასრულამდე და შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენს ევროპელ მოკავშირეებსაც ესმით ეს. (ომი) ძალიან დიდხანს გაგრძელდა." - აღნიშნა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა.

შეერთებულ შტატებში საბიუჯეტო საკითხებს, ძირითადად, წარმომადგენელთა პალატა წყვეტს, სადაც რესპუბლიკელებს აქვთ უმრავლესობა.

მანამდე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეიმს დევიდ ვენსმა განაცხადა, რომ ახალი იარაღის მიწოდება უკრაინას ვერ დაეხმარება. მისი თქმით, კიევი ვერ დაამარცხებს რუსეთს, რადგან მას აქვს დიდი რაოდენობრივი უპირატესობა, ხოლო ევროპული იარაღის რეზერვები ამოწურულია.

18 თებერვალს, საუდის არაბეთში შედგა შეხვედრა რუსეთის ფედერაციისა და შეერთებული შტატების მაღალჩინოსნებს შორის, რომლებიც შეთანხმდნენ ორმხრივ ურთიერთობებში "წინაღობების აღმოფხვრაზე" და გააგრძელონ მუშაობა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შესახებ მოლაპარაკებების მომზადებაზე.

ისინი შეთანხმდნენ უკრაინაზე მოლაპარაკებებისთვის მაღალი დონის ჯგუფების შექმნაზე.

20 თებერვალს ტრამპმა თქვა, რომ რუსეთს "აქვს კოზირი" პოტენციურ სამშვიდობო მოლაპარაკებებში ომის დასასრულებლად, რადგან რუსეთის ფედერაციამ "დიდი ტერიტორია დაიპყრო."

მსგავსი სიახლეები