წყარო: საფრანგეთში საქართველოს ელჩად ირაკლი ყურაშვილს წარადგენენ

საფრანგეთსა და მონაკოში საქართველოს ელჩობის კანდიდატი მოქმედი დიპლომატი, ირაკლი ყურაშვილი იქნება, როგორც ამას, რეალპოლიტიკას, რამდენიმე წყარო უდასტურებს.
ირაკლი ყურაშვილი, ამ დროისთვის, საქართველოს სრულუგლებიანი ელჩია ლატვიაში, სადაც 2023 წლიდან იმყოფება. საგარეო საქმეთა სამინისტროში, 1995 წლიდან, სხვადასხვა პოზიციებს იკავებს, მათ შორის იყო საქართველოს დესპანი ესპანეთში, სხვადასხვა დროს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არგენტინასა და შვეიცარიაში.
საფრანგეთში საქართველოს ელჩის პოზიცია ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 2024 წლის 9 მაისს, გოჩა ჯავახიშვილმა, იმდროინდელმა ელჩმა, პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა.
"ვეღარ ვხედავ ჩემს როლსა და რესურსს ამ მიმართულებით:ევროპისკენ მივდიოდე და ევროპისგან ვიცავდე თავს“- განაცხადა მაშინ, ჯავახიშვილმა.
მისი პროტესტი, გამოწვეული იყო, საქართველოს ხელისუფლების მიერ "აგენტების კანონის" ხელმეორე მიღებით, რაც პირდაპირ მოდიოდა წინააღმდეგობაში, ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციასთან.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ამ დრომდე არ გაუკეთებია საჯარო განცხადება, საფრანგეთში საქართველოს ელჩობის კანდიდატთან დაკავშირებით.
ამასთანავე, 10 ივნისს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობამ, აშშ-ში, კიდევ ერთ ქვეყანაში, სადაც ელჩის თანამშებობა ვაკანტური იყო, თამარ ტალიაშვილი წარადგინა. იგი, "ქართული ოცნების" დეპუტატი 2020 წელს გახდა და აგრემანის მიღების შემთხვევაში, ამერიკაში, დავიდ ზალკალიანს ჩაანაცვლებს, რომელიც რამდენიმე თვის წინ, საკუთარი განცხადების საფუძველზე გადადგა.