უილსონი: მოვუწოდებ სახელმწიფო დეპარტამენტს, შეისწავლოს არჩევნების გაყალბების ბრალდებები

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, ჯო უილსონის განცხადებაში, რომელსაც თავად კომისია ავრცელებს.

"მაწუხებს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში სისტემური დარღვევების შესახებ სარწმუნო ბრალდებები. შეშფოთებული ვარ არჩევნებზე გავლენის მოსახდენად რუსეთის კარგად დოკუმენტირებული მცდელობებით. მოვუწოდებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს, ყურადღებით შეისწავლოს გაყალბების ბრალდებები და თუ მსგავსი დადასტურდა, გააკეთოს მკაფიო განცხადება ამის შესახებ.

ჩვენი MEGOBARI აქტი შეეცდება დასაჯოს ისინი, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში და მხარს დაუჭერს ქართველ ხალხს თავისუფლებისა და სუვერენიტეტის განმტკიცებისკენ სწრაფვაში. ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც უსმენს და პატივს სცემს მათ ხმას".

მსგავსი სიახლეები