უიტკოფისა და უშაკოვის სკანდალური სატელეფონო საუბარი - სრული ტექსტი

გამოცემა Bloomberg ავრცელებს დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლისა და საგარეო საკითხებში ვლადიმირ პუტინის მრჩეველის, იური უშაკოვის სატელეფონო საუბრის ტექსტს. 

როგორც აღმოჩნდა, სტივ უიტკოფი კონკრეტულ რჩევებს აძლევდა კრემლს თუ როგორ და რა საკითხებზე უნდა ესაუბრა ვლადიმირ პუტინს დონალდ ტრამპთან. 

რეალპოლიტიკა გთავაზობთ უიტკოფი უშაკოვის სატელეფონო საუბრის სრულ ტექსტს: 

___________________________________________________________


უიტკოფი:
 გამარჯობა, იური.

უშაკოვი: სტივ, გამარჯობა, როგორ ხარ?

უიტკოფი: კარგად, იური. შენ როგორ ხარ?

უშაკოვი: კარგად ვარ. გილოცავ, ჩემო მეგობარო.

უიტკოფი: მადლობა.

უშაკოვი: შენ შესანიშნავი საქმე გააკეთე. უბრალოდ შესანიშნავი. დიდი მადლობა. გმადლობ, გმადლობ.

უიტკოფი: მადლობა, იური, და მადლობა მხარდაჭერისთვის. ვიცი, რომ შენმა ქვეყანა მხარს უჭერდა და მადლობას გიხდი.

უშაკოვი: დიახ, დიახ, დიახ. დიახ. იცი, სწორედ ამიტომ გადავდეთ პირველი რუსულ-არაბული სამიტის ორგანიზება.

უიტკოფი: დიახ.

უშაკოვი: ჰო, იმიტომ რომ ვფიქრობთ, შენ იქ, რეგიონში ნამდვილ საქმეს აკეთებ.

უიტკოფი: ჰო, მომისმინე. რაღაც უნდა გითხრა. ვფიქრობ, ვფიქრობ, თუ შევძლებთ რუსეთ-უკრაინის საკითხის გადაწყვეტას, ყველა სიხარულით ხტუნვას დაიწყებს.

უშაკოვი: ჰო, ჰო, ჰო. ჰო, მხოლოდ ერთ პრობლემა უნდა მოვაგვაროთ [იცინის]

უიტკოფი: რა?

უშაკოვი: რუსეთ-უკრაინის ომი.

უიტკოფი: ვიცი! როგორ მოვაგვაროთ?

უშაკოვი: ჩემო მეგობარო, უბრალოდ რჩევა მინდა გთხოვო. შენ ფიქრობ, რომ სასარგებლო იქნება, თუ ჩვენს უფროსებს ტელეფონით ექნებათ საუბარი?

უიტკოფი: დიახ, ვფიქრობ, რომ ასე იქნება.

უშაკოვი: ასე ფიქრობ. და როგორ გგონია, როდის იქნება შესაძლებელი?

უიტკოფი: ვფიქრობ, როგორც კი შენ შესთავაზებ, ჩემი უფროსი მზად იქნება ეს გააკეთოს.

უშაკოვი: კარგი, კარგი.

უიტკოფი: იური, იური, აი რას გავაკეთებდი მე. ჩემი რეკომენდაციაა.

უშაკოვი: კი, გისმენ.

უიტკოფი: მე დავრეკავდი და უბრალოდ გავიმეორებდი, რომ ამ მიღწევას ვულოცავ პრეზიდენტს, რომ თქვენ მხარს უჭერდით ამ ძალისხმევას, რომ პატივს სცემ იმას, რომ ის (რედ. ტრამპი) მშვიდობის კაცია და რომ მართლა ძალიან გახარებულები ხართ, რომ ეს მოხდა (რედ. ცეცხლის შეწტვეტა ღაზაში). ასე ვიტყოდი. ვფიქრობ, ამის შემდეგ ეს ძალიან კარგი საუბარი იქნება.

რადგან - მოგიყვები, რა ვუთხარი პრეზიდენტს. პრეზიდენტს ვუთხარი, რომ თქვენ - რომ რუსეთის ფედერაციას ყოველთვის სურდა სამშვიდობო შეთანხმება. ასე მჯერა. პრეზიდენტს ვუთხარი, რომ მე ასე მწამს. და ვფიქრობ, რომ კითხვა - პრობლემა ის არის, რომ ორ ქვეყანას ძალიან უჭირს კომპრომისზე წასვლა და როცა ამას შევძლებთ, სამშვიდობო შეთანხმება გვექნება.

ვფიქრობ, უნდა შევადგინოთ, დაახლოებით, 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, ზუსტად ისე, როგორც გავაკეთეთ ღაზაში. ჩვენ შევქმენით 20-პუნქტიანი „ტრამპის გეგმა“, რომელიც 20 პუნქტს მოიცავდა მშვიდობისთვის და ვფიქრობ, შეიძლება თქვენთანაც იგივე რამ გავაკეთოთ. ჩემი აზრი ასეთია...

უშაკოვი: კარგი, კარგი, ჩემო მეგობარო. ვფიქრობ ჩვენმა ლიდერებმა შესაძლოა განიხილონ ეს საკითხი. ჰეი, სტივ, გეთანხმები, რომ ის (რედ. პუტინი) მიულოცავს, იტყვის, რომ ბატონი ტრამპი ნამდვილი მშვიდობის კაცია და ასე შემდეგ. ამას იტყვის.

უიტკოფი: მაგრამ აი, რაც მგონია, რომ საოცარი იქნებოდა.

უშაკოვი: დიახ, დიახ.

უიტკოფი: რა მოხდება, თუ... თუ... მომისმინე...

უშაკოვი: ამას ჩემს უფროსთან განვიხილავ და შემდეგ დაგიბრუნდები კარგი?

უიტკოფი: ჰო, რადგან ყურადღებით მომისმინე, რას გეუბნები. მინდა, რომ უბრალოდ უთხრა, იქნებ სწორედ ეს უთხრა პრეზიდენტ პუტინს, რადგან იცი, რომ პრეზიდენტ პუტინს უაღრესად დიდ პატივს ვცემ.

უშაკოვი: დიახ, დიახ.

უიტკოფი: შეიძლება მან პრეზიდენტ ტრამპს ასე უთხრას: იცი, სტივმა და იურიმ ძალიან მსგავსი 20-პუნქტიანი მშვიდობის გეგმა განიხილეს და ეს შეიძლება იყოს რაღაც ისეთი, რაც, როგორც გვგონია, ცოტათი შეცვლის ვითარებას; ჩვენ ღია ვართ ასეთი რაღაცების მიმართ — იმისთვის, რომ შევისწავლოთ, რა იქნება საჭირო სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად.

ახლა, ჩემსა და შენ შორის, მე ვიცი, რა იქნება საჭირო მშვიდობის მისაღწევად: დონეცკი და შეიძლება სადღაც მიწების გაცვლა. მაგრამ მე ვამბობ, მოდი, ასე ლაპარაკის ნაცვლად უფრო იმედიანად ვილაპარაკოთ, რადგან ვფიქრობ, აქ შეთანხმებამდე მივალთ. და ვფიქრობ, იური, პრეზიდენტი ბევრ სივრცეს და თავისუფლებას მომცემს, რომ ამ შეთანხმებამდე მივიყვანო საქმე.

უშაკოვი: მესმის...

უიტკოფი: ...ასე რომ, თუ შევქმნით შესაძლებლობას, რომ ამის შემდეგ ვთქვა: იურის ვისაუბრე და ასეთი საუბარი გვქონდა, ვფიქრობ, ამან შეიძლება დიდ რაღაცებამდე მიგვიყვანოს.

უშაკოვი: კარგი, ეს კარგად ჟღერს. კარგად ჟღერს.

უიტკოფი: და კიდევ ერთი რამ: ზელენსკი პარასკევს თეთრ სახლში ჩამოდის.

უშაკოვი: ეს ვიცი. [იცინის]

უიტკოფი: მე იმ შეხვედრაზეც წავალ, რადგან მათ უნდათ, რომ იქ ვიყო, მაგრამ ვფიქრობ, თუ შესაძლებელია, ეს ზარი შენს უფროსთან ამ შეხვედრამდე გვქონდეს.

უშაკოვი: უფრო ადრე, უფრო ადრე — ჰო?

უიტკოფი: სწორია.

უშაკოვი: კარგი, კარგი. მივიღე შენი რჩევა. ასე რომ, ამას ჩემს უფროსთან განვიხილავ და მერე შენთან დავბრუნდები, კარგი?

უიტკოფი: კარგი, იური, მალე ისევ გესაუბრები.

უშაკოვი: შესანიშნავია, შესანიშნავია. დიდი მადლობა. გმადლობ.

უიტკოფი: ნახვამდის, ნახვამდის.

უშაკოვი: ნახვამდის.

[საუბრის დასასრული]

მსგავსი სიახლეები