უიტკოფთან შეხვედრამდე პუტინი უკრაინას ბლოკადით და ევროპას განადგურებით ემუქრება
დონალდ ტრამპის ემისრებთან შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე ვლადიმირ პუტინი უკრაინას საზღვაო ბლოკადით, ევროპას კი განადგურებით დაემუქრა.
ვითარების არსი: ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა მოსკოვში გამართული ეკონომიკური ფორუმის შემდეგ ჟურნალისტებთან ურთიერთობისას განაცხადა.
- პუტინს ჰკითხეს თუ როგორი იქნება რუსეთის რეაქცია ბოლო დღეებში შავი ზღვის აკვატორიაში უკრაინის საზღვაო დრონების მიერ რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის გემების ჩაძირვაზე.
- "თუ დარტყმები ტანკერებზე გაგრძელდება ჩვენ განვიხილავთ საპასუხო ზომების შესაძლებლობას უკრაინის დამხმარე ქვეყნების გემების მიმართ, ვიმედოვნებ, რომ კიევი და მის უკან მდგომ ძალები დაფიქრდებიან ღირს თუ არა შეტევების გაგრძელება"- განაცხადა პუტინმა.
ჩაშლილად: მისი თქმით, რუსეთი არ აპირებს ევროპაზე თავდასხმას, თუმცა მათი აგრესიის შემთხვევაში რუსეთი მზად არის ომისთვის - "თუნდაც ახლა."
- "აქ შეუძლებელია იყოს ეჭვები... ეს ძალიან სწრაფად მოხდება... თუ ევროპას მოუნდება ჩვენთან ომი და დაიწყებს ომს, შესაძლოა ძალიან სწრაფად შეიქმნას ვითარება, რომელშიც ჩვენ არ დარჩება არავინ ვისთანაც მოლაპარაკებებს შევძლებთ"- განაცხადა პუტინმა.
- რუსეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინაში უკვე თითქმის 4 წლის განმავლობაში მიმდინარე ომი "არ არის ომი, ამ სიტყვის პირდაპირი, თანამედროვე გაგებით", რადგანაც რუსეთი "აკურატულად, ქირურგიული მეთოდებით მოქმედებს.
კონტექსტი: რუსული პროპაგანდისტული მედიების ცნობით, კრემლში ცოტა ხნის წინ დაიწყო ვლადიმირ პუტინის შეხვედრა სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან.
- კუშნერი და უიტკოფი პუტინს უკრაინასთან ჟენევასა და ფლორიდაში შეთახნმებულ წინადადებებს წარუდგენენ.
- საუბარია ე.წ. 28-პუნქტიანი გეგმის მოდერნიზებულ ვერსიაზე.