უკრაინა: ბოლო 24 საათში 150 რუსი ოკუპანტი გავანადგურეთ

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსი დამპყრობლების დანაკარგებმა დაახლოებით 30150 ჯარისკაცს მიაღწია. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ფეისბუქზე 29 მაისს განაცხადა.

დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა 150-მდე რუსი დამპყრობელი გაანადგურეს.

ოკუპანტების დანაკარგები უკრაინაში შემოჭრის დროს ასეთია:

  • ტანკები - 1338 (+8);
  • ჯავშანტექნიკა - 3270 (+12);
  • საარტილერიო სისტემები - 631 (+3);
  • ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები (MLRS) - 203;
  • საჰაერო თავდაცვის სისტემები - 93;
  • თვითმფრინავი - 207;
  • ვერტმფრენი - 174;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატები - 504 (+1);
  • ფრთოსანი რაკეტები - 116;
  • გემები / ნავები - 13;
  • საავტომობილო ტექნიკა და სატვირთო მანქანები - 2240 (+14);
  • სპეციალური აღჭურვილობა - 48.

"ბოლო დღის განმავლობაში მოწინააღმდეგეს ყველაზე დიდი დანაკარგი ბახმუტის მიმართულებაზე ჰქონდა. მონაცემები ზუსტდება", - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები