უკრაინა: დაღუპული რუსი ჯარისკაცების რაოდენობამ 20 000-ს მიაღწია
უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაწყებიდან რუსი ოკუპანტების პერსონალის მხვერპლი დაახლოებით 20 ათასი ადამიანია. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 15 აპრილს განაცხადა.
რუსეთის შეიარარებული ძალების დანაკარგი ასეთია:
- ტანკები - 756;
- ჯავშანმანქანები - 1976;
- საარტილერიო სისტემები - 366;
- ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები - 122;
- ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები - 66;
- თვითმფრინავები - 163;
- ვერტმფრენები - 144;
- ავტომობილები - 1443;
- გემები - 8;
- სპეცტექნიკა - 25.
"მონაცემები ზუსტდება, გამოთვლას ართულებს საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობა", - აღნიშნეს გენერალურ შტაბში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 14 აპრილის მდგომარეობით, დამპყრობლების პერსონალის დანაკარგი 19.9 ათასი ადამიანი და 753 ტანკი იყო.