უკრაინა სამხედროების და პოლიციელების შეურაცხყოფისთვის ჯარიმის დაწესებას გეგმავს

3 მაისს უკრაინის უმაღლესმა რადამ, მეორე მოსმენისთვის დაჩქარებული წესით მიიღო კანონპროექტი №5050-1 - "მოქალაქეთა და სამართალდამცავი ორგანოების თანამდებობის პირების პატივისა და ღირსების დაცვის შესახებ უკრაინის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ."  

როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, კანონპროექტის ავტორები წვრილმანი ხულიგნობისთვის ჯარიმის გაზრდას ითხოვენ. ახლა ჯარიმა 51-119 ჰრივნაა, სახალხო დეპუტატებს კი მისი გაზრდა 170-510 ჰრივნამდე სურთ.

სახალხო დეპუტატებს სურთ დაადგინონ პასუხისმგებლობა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელის, ასევე ჯარისკაცისა და საზოგადოებრივი წესრიგისა და სახელმწიფო საზღვრის დაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლის შეურაცხყოფაზე, როცა ისინი საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ.

 

მსგავსი სიახლეები