უკრაინამ HIMARS-ებით 400-ზე მეტი რუსული სამიზნე დაბომბა - ამერიკელი გენერალი
უკრაინამ აშშ-ს მიერ მიწოდებული სარაკეტო სისტემა HIMARS-ებით 400-ზე მეტი რუსული სამიზნე დაბომბა. ამის შესახებ აშშ-ს შეაირაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალმა მარკ მილიმ ჟურნალისტებს 8 სექტემბერს გერმანიაში, აშშ-ს საჰაერო ძალების ბაზა რამშტეინზე გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა, იტყობინება Reuters.
მან აღნიშნა, რომ ამ სისტემების გამოყენებაში უკრაინას რეალური და გაზომვადი წარმატებები აქვს.
8 სექტემბერს გერმანიაში, აშშ-ს საჰაერო ძალების ბაზა რამშტეინზე, უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაამტკიცა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი, 675 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პაკეტი დაამტკიცა, რომელიც HIMARS-ის ჭურვებს, ტანკსაწინააღმდეგო და მცირე შეარაღებას მოიცავს.
ამჟამად უკრაინის შეიარაღებულ ძალებს 20-ზე მეტი დასავლური სტილის სარაკეტო სისტემა აქვს - HIMARS, M270 და MARS.