უკრაინამ შესაძლოა Кинжал ჩამოაგდო - რა ვიცით

5 მაისს Defense Express-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინელმა სამხედროებმა კიევის თავზე რუსული ჰიპერბგერითი რაკეტა Х-47 Кинжал ჩამოაგდეს. სავარაუდოდ, ამას უკავშირდება ძლიერი აფეთქება, რომელიც დედაქალაქის მცხოვრებლებმა გაიგეს.

თუმცა მოგვიანებით უკრაინის საჰაერო ძალებმა ეს ინფორმაცია უარყო.

უკრაინის საჰაერთო ძალების სპიკერმა იური იგნატმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვას 4 მაისს კიევის ცაზე რუსული ბალისტიკური რაკეტა არ ჩამოუგდია, რადგან ამ ტიპის რაკეტა საჰაერო სივრცეში არ დაუფიქსირებიათ.

სამხედრო პორტალმა Defense Express-მა Кинжал-ის ნამხსვრევების ფოტო გაავრცელა, სადაც რაკეტის ცხვირის კონუსის დაზიანების კვალი ჩანს. სურათების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ფრაგმენტები კიევის სტადიონზე ქობინის გარეშე ჩამოვარდა.

უკრაინელების მიერ ჩამოგდებული Кинжал

გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინამ უკვე ოფიციალურად მიიღო Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები და წარმატებით გამოიყენა ისინი.  

უკრაინაში რუსეთის აგრესიის მიმდინარეობისას მედიას არ დაუფიქსირებია უკრაინის საჰაერო თავდაცვის მიერ Кинжал-ის ჩამოგდების შემთხვევები.

მარტში უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა იური იგნატმა განაცხადა, რომ უკრაინას ამ რაკეტების ჩამოგდება არ შეუძლია. Кинжал-ის გარდა, ამ სიაში შედიოდა Искандер-ის ბალისტიკური რაკეტები, ფრთოსანი რაკეტა X-22, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების რაკეტები, რაკეტა Оникс, ასევე C-300-ის რაკეტები და X-31P.

Defense Express წერს, რომ თუ Кинжал-ის ჩამოგდების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდება, მაშინ 4 მაისი იქნება დღე, როდესაც "განადგურდება ოკუპანტების მორიგი მითი "უანალოგობის" შესახებ."

2022 წლის დეკემბერში რუსეთის გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა Кинжал-ს უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის ჩამოუგდებელი უწოდა.

2023 წლის 19 აპრილს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა დაადასტურა, რომ უკრაინამ ამერიკული საზენიტო სარაკეტო სისტემა Patriot მიიღო. აპრილის ბოლოს უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდალმა მიკოლა ოლეშჩუკმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის გადაცემული Patriot-ის სისტემის მეორე დივიზია უკვე საბრძოლო მოვალეობებს ასრულებს.

უკრაინაში Кинжал-ის გამოყენების შემთხვევები

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ჰიპერბგერითი რაკეტა Х-47 Кинжал რამდენიმეჯერ გამოიყენა.

4 მაისის ღამეს რუსეთის ფედერაციამ კიევზე საჰაერო თავდასხმა დაიწყო. კიევის სამხედრო ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მტერმა Shahed-ის დრონები და სავარაუდოდ, ბალისტიკური რაკეტები გამოიყენა. უკრაინელებმა მტრის ყველა სამიზნე ჩამოაგდეს.

9 მარტის მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს რუსეთის არმიამ Кинжал-ით კიევში ინფრასტრუქტურული ობიექტი დაბომბა, რაკეტის ნამსხვრევებით ორი ადამიანი დაშავდა.

რუსეთმა Кинжал-ები ასევე 26 იანვრის თავდასხმის დროს გამოიყენა. ჰიპერბგერითი რაკეტებით კიევი და ზაპოროჟიე დაიბომბა.

რა ვიცით Кинжал-ის შესახებ?

X-47M2 Кинжал რუსული ჰიპერბგერითი საავიაციო რაკეტაა, რომელიც სტაციონარული ობიექტების, ასევე ხომალდების წინააღმდეგ გამოიყენება. რუსეთის გაერთიანებული საავიაციო კორპორაციის თანახმად, ეს არის Искандер-ის ბალისტიკური რაკეტის საავიაციო ვერსია.

წარმატებული ტესტების შემდეგ, 2017 წლის 1 დეკემბერს, რუსეთის ავიაციამ Кинжал-ით ექსპერიმენტული საბრძოლო დავალებების შესრულება სამხრეთ სამხედრო ოლქის აეროდრომებზე დაიწყო. 2018 წლის თებერვალ-მარტში კი სარაკეტო სისტემის ოპერატიული სამხედრო გამოცდები დაიწყო.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2018 წლის მარტში ფედერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას Кинжал-ის რაკეტაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ გაშვების შემდეგ რაკეტა ჰიპერბგერითი სიჩქარით გაფრინდა, რაც ბგერის სიჩქარეს 10-ჯერ აჭარბებდა და თან Кинжал მანევრირებას აგრძელებდა. მისი თქმით, მახასიათებლების ეს კომბინაცია რაკეტას საშუალებას აძლევს საჰაერო თავდაცვისა და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ყველა არსებული სისტემა გადალახოს.

დეკლარირებული სიჩქარის მისაღწევად, გაშვებამდე რაკეტა გამანადგურებელმა უნდა ააჩქაროს, რისთვისაც რუსები МиГ-31К-ს იყენებენ.

მსგავსი სიახლეები