უკრაინას 8 NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას გადავცემთ - პენტაგონი
უკრაინელი სამხედროები NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების გამოყენებას უკვე სწავლობენ, რომელთა უკრაინისთვის გადაცემასაც აშშ მალე აპირებს. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პრესსამსახურმა 31 ოქტომბერს განაცხადა.
პენტაგონმა აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა პირობა დადო, რომ უკრაინას რვა NASAMS-ს გადაცემენ.
"ამ სისტემებიდან ორი უახლოეს რამდენიმე კვირაში გაიგზავნება, დანარჩენები მათ მიჰყვება. უკრაინელი სამხედროები უკვე სწავლობენ ამ სისტემის გამოყენება,ს რომელიც სხვადასხვა ტიპის მრავალ რაკეტას ისვრის. NASAMS-ს შეუძლია ობიექტი დაიცვას სხვადასხვა ტიპის საჰაერო საფრთხეებისგან". - ნათქვამია განცხადებაში.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 28 ოქტომბერს განაცხადა, რომ NASAMS-ის პირველი სისტემები უკრაინაში გასაგზავნად ნოემბერში იქნება მზად.