უკრაინაში კიდევ ერთი რუსი გენერალი დაიღუპა
სანქტ-პეტერბურგში უკრაინაში დაღუპული რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მე-8 არმიის მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ვლადიმირ ფროლოვი დაკრძალეს. ამის შესახებ 16 აპრილს ქალაქის მერიის პრესსამსახურში განაცხადეს.
დაკრძალვის ცერემონიას პეტერბურგის გუბერნატორი ალექსანდრ ბეგლოვი დაესწრო, რომელმაც განაცხადა, რომ გენერალი "უკრაინელ ნაციონალისტებთან ბრძოლას შეეწირა".
ბეგლოვმა თქვა, რომ ფროლოვი მემკვიდრეობით სამხედრო იყო და მას "ნამდვილი პატრიოტი" უწოდა.
ზუსტად სად მოხდა ფროლოვის ლიკვიდაცია დაკონკრეტებული არ არის, მაგრამ ადგილობრივი გაზეთის, Фонтанка-ს მიერ გამოქვეყნებული დაკრძალვის ფოტოებზე ნაჩვენებია გვირგვინები წარწერით "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის 1-ლი არმიის კორპუსისგან", რაც იმაზე მეტყველებს, რომ შესაძლოა გენერალი დონეცკის რეგიონში იბრძოდა.