უკრაინაში ომის გამო რუსეთის ეკონომიკა 2007 წლის მოცულობამდე შემცირდება

უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, რუსეთში შესაძლოა სრულად განულდეს ბოლო 15 წლის ეკონომიკური ზრდა. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, რუსეთის ეკონომიკა 2007 წლის მოცულაბამდე შემცირდება. 

ამის შესახებ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია ნათქვამი. 

კვლევის მიხედვით, არსებული პროგნოზით, მიმდინარე წელს რუსეთის ეკონომიკა 15%-ით შემცირდება, ხოლო 2023 წელს კიდევ 3%-ით, რის შედეგადაც პრაქტიკულად სრულად დაიკარგება ბოლო 15 წლის ეკონომიკური ზრდა. 

კვლევის ავტორები, ბენჟამინ ჰილგენსტოკი და ელენა რიბაკოვა ამბობენ, რომ ეს პროგნოზი ამ წუთისთვის შექმნილ ვითარებას ეყრდნობა და სანქციების გამყარების შემთხვევაში ეკონომიკური ვარდნა კიდევ უფრო დრამატული იქნება. 

ეკონომისტების ცნობით, რუსეთის დაწესებული ნებისმიერ სავაჭრო ემბარგო კიდევ უფრო მეტად შეამცირებს ექსპორტის მოსალოდნელ მოცულობას და შესაბამისად დაამძიმებს ზოგად ეკონომიკურ ფონსაც. 

ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ იმ შემთხვევაშიც თუ სანქციები მოქმედებას უახლოეს დღეებში შეწყვეტენ რუსეთის ეკონომიკამ უკვე მიიღო მძიმე დარტყმა, რის გამოსწორებასაც წლები დაჭირდება. 

 

მსგავსი სიახლეები