უკრაინაში საომრად წასული რუსი მოხალისეების 80%-ს უმაღლესი განათლება არ აქვს

უკრაინის წინააღმდეგ საომრად წასული რუსი მოხალისეების მხოლოდ 20,8%-ს აქვს მიღებული უმაღლესი განათლება.
 
ამის შესახებ გამოცემა "ვიორსტკა", რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჟურნალზე დაყრდნობით იტყობინება.
 
ჟურნალი, სახელწოდებით "რუსეთის სამხედრო კომისარიატები", რუსი მოხალისეების შეფასების ვრცელ სტატისტიკას გვთავაზობს:
  • 47%-ს სპეციალიზებული [პროფესიული] განათლება აქვს;
  • 32,2%-ს საშუალო განათლება;
  • 79,5% დასაქმებულია (20,5% უმუშევარი);
  • 50%-ზე მეტი დაუოჯახებელი.
ჟურნალის თანახმად, მოხალისეთა მთლიანი რაოდენობის 86,7%-ზე მეტი რეზერვისტია და მათგან მხოლოდ 8,3% ოფიცერი, ხოლო, 5%-ი არასდროს ყოფილა არმიაში.
 
“ამგვარად, თანამედროვე რუსი მოხალისე უაღრესად მოტივირებული, პატრიოტი და სამშობლოს დასაცავად მზად მყოფი რეზერვისტია" - ვკითხულობთ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჟურნალში.
 
აღნიშნული მონაცემები კორელაციაში მოდის იმ მოსკოველებთან, რომლებმაც რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტები გააფორმა.
 
რუსეთის დედაქალაქის მერიის მონაცემების მიხედვით, კონტრაქტის მქონე მოსკოველთა მხოლოდ 15%-ს აქვს უმაღლესი განათლება. ამასთანავე, მათი წილი, ვინც ჯარში არ მსახურობდა, მთლიანი ნაკადის მეოთხედს აღწევს და ამდენივე მათგანი დაუოჯახებელია.
 
“რეალურად, ჯარგამოუვლელი ადამიანები ძალიან ბევრია - ახალწვეულთა 25%-ს არანაირი სამხედრო გამოცდილება არ აქვს. და წლის დასაწყისიდან მათი წილი მატულობს” - განუცხადა მერიის წარმომადგენელმა გამოცემას.

 

 

მსგავსი სიახლეები